ჰოლანდია, ერედივიზიე.
ბრწყინვალე სტარტის შემდეგ, შინ დამარცხდა გურამ კაშიას "ვიტესი", რომელმაც "ალკმაართან" წააგო - 1:2. ქართველმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა.
ესპანეთი, ლა ლიგა 1|2|3.
გიორგი აბურჯანიას "სევილია ატლეტიკო" შინ "ვალიადოლიდთან" 1:2 დამარცხდა. ჩვენებურმა მეორე ტაიმი ითამაშა.
"სარაგოსა" 1:1 დაუზავდა "გრანადას", გიორგი პაპუნაშვილი მოედანზე მხოლოდ 85-ე წუთზე
ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკი" სტუმრად "რეუსს" დაუზავდა - 1:1. ჩვენებურმა სრულად ითამაშა.
გერმანია, II ბუნდესლიგა.
"ნიურნბერგმა" სტუმრად 1:3 დათმო "აუესთან", ლუკას ჰუფნაგელი კვლავ არ ჩანს წაგებულთა რიგებში.
როგორც იქნა, "უნიონში" აკაკი გოგიას დებიუტი შედგა, ის "არმინიასთან" მატჩში (1:1) 84-ე წუთზე გამოვიდა.
საფრანგეთი, ნასიონალი.
ამირან სანაია "როდეზის" სასტარტო შემადგენლობაში იყო, მისი გუნდი კი სტუმრად 1:1 დაუზავდა "ბეზიეს". ჩვენებურმა ბოლომდე ითამაშა.
იტალია, სერია B.
ირაკლი შეყილაძის (განაცხადში არ ყოფილა) "სპეცია" სტუმრად "პალერმოსთან" დამარცხდა - 0:2.
"ემპოლი" სტუმრად "ტერნანას" დაუზავდა - 1:1. ლევან მჭედლიძე ტრავმირებულია.
იტალია, ლეგა პრო.
რომან ჭანტურიას (სათადარიგო) "პრატო" სტუმრად 1:3 დამარცხდა "ვიტერბეზესთან".
პორტუგალია, პრიმეირა.
"მორეირენშემ" სეზონი გიორგი მაკარიძის გარეშე დაიწყო, ამჯერად, ქართველი მეკარის გუნდი შინ "ტონდელასთან" 0:3 დამარცხდა.
თურქეთი, სუპერლიგა.
"გიოზთეფემ" ჩემპიონატი "ტრაბზონის" დამარცხებით დაიწყო - 3:2. სანდრო კობახიძეს არ უთამაშია, ის მხოლოდ ირიცხება "გიოზთეფეში".
პოლონეთი, ექსტრაკლასა.
გიორგი მერებაშვილის "პლოცკი" ზედიზედ მეორედ დამარცხდა. ამჯერაც ქართველი ნახევარმცველის გუნდმა სტუმრად "გურნიკთან" 0:4 წააგო, ხოლო მერებაშვილი მე-60 წუთზე გამოცვალეს.
ნიკა კაჭარავამ პოლონეთში საგოლე პასით გამოიჩინა თავი - მისმა "კორონამ" კი "ტერმალიცას" 2:1 მოუგო. ქართველი ფორვარდი 73-ე წუთზე გამოცვალეს.
"არკა" "ლეხთან" სტუმრად 0:3 დამარცხდა, ხოლო ლუკა ზარანდიას ტრავმის გამო არ უთამაშია.
"პოგონი" სტუმრად "სანდეციასთან" 1:2 დამარცხდა, ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა (გააფრთხილეს), ხოლო მათე ცინცაძეს არ უთამაშია.
პოლონეთი, I დივიზიონი.
"სუვალკი" სტუმრად "პუშჩასთან" დამარცხდა - 1:2. წაგებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ლუკა ასათიანმა.
დანია, სუპერლიგა.
დავით სხირტლაძე დისკვალიფიცირებული იყო, მისი "სილკებორგი" კი შინ "ჰობროსთან" დამარცხდა - 0:2.
"რანდერსი" ბოლო ადგილზეა, ხოლო საბა ლობჟანიძეს სასტარტოში დამკვიდრება უჭირს, ჩვენებური 58-ე წუთზე გამოჩნდა "ჰელსინგორთან" საგარეო მატჩში, რომელიც "რანდერსმა" 0:2 წააგო.
დანია, I დივიზიონი.
ქართველთა "ესბიერგი" შინ "ნიკიობინგთან" დამარცხდა - 1:3. ლაშა პარუნაშვილს არ უთამაშია, ხოლო ბუდუ ზივზივაძე 54-ე წუთზე შეცვალეს.
რუსეთი, პრემიერლიგა.
აუტსაიდერმა "ანჟიმ" 1:0 დაამარცხა "უფა". მასპინძელთა რიგებში სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ გიორგი ლორია და ჯაბა ლიპარტია, ხოლო სტუმართა გუნდში მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა ჯიმი ტაბიძემ. "ანჟის" ერთადერთი გოლი ქართველი მცველის შეცდომის გამო გავიდა, ამიტომაც "ჩემპიონატმა" მისი თამაში 5,5 ბალით შეაფასა.
ტულის "არსენალი" შინ დამარცხდა "ამკართან", გია გრიგალავა ისევ ტრავმირებულია.
ქართულ დუელში საბა კვირკველიას "ლოკომოტივმა" 2:1 მოუგო გიორგი ჭანტურიას "ურალს". საბამ სრულად ითამაშა, გიორგი 74-ე წუთზე შეცვალეს. ორივე ჩვენებურმა 6,5-6,5 ბალი მიიღო.
"სკა-ხაბაროვსკი" მოსკოვის "სპარტაკს" 0:0 დაუზავდა. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ნავალოვსკიმ (გააფრთხილეს), ხოლო სტუმართა შორის 76-ე წუთზე გამოჩნდა ჯანო ანანიძე. ჯანო 6,5 ბალით შეაფასეს, ნავალოვსკი - 7-ით.
"კრასნოდარმა" ტრავმირებული თორნიკე ოქრიაშვილის გარეშე 2:0 დაამარცხა მოსკოვის "დინამო".
რუსეთი, I დივიზიონი.
ელგუჯა ლობჯანიძის (ტრავმა) გარეშე "ორენბურგმა" სტუმრად დაამარცხა "ოლიმპიეცი" - 1:0.
ავსტრია, ბუნდესლიგა.
გიორგი ქვილითაიას "რაპიდმა" ლასკ-ს მოუგო - 1:0. ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა.
ავსტრია, ერსტე ლიგა.
ლევან ელოშვილის (არ უთამაშია) "კაპფენბერგერი" სტუმრად 0:4 დამარცხდა "ჰარტბერგთან".
შვედეთი, ოლსვენსკანი.
აუტსაიდერი "ესკილსტუნა" შინ "ჰამარბის" დაუზავდა - 0:0. ზურაბ ცისკარიძე 93-ე წუთზე შემოვიდა.
რუმინეთი, ლიგა 1.
ნიკა ძალამიძის დებიუტი ბუქარესტის "იუვენტუსში" წინა ტურში შედგა, ქართველი ახლა მხოლოდ სათადარიგო იყო - "იუვენტუსი" კი სტუმრად "ასტრასთან" 0:2 დამარცხდა.
აკაკი ხუბუტიას (90 წ.) "გაზ მეთანი" "კრაიოვას" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.
უნგრეთი, OTP-ბანკ ლიგა.
ქართველთა "ბალმაზივაროში" შინ "უიპეშტთან" დამარცხდა - 0:1. ირაკლი მაისურაძე 74-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ბაჩანა არაბული - 83-ეზე.
ბუბა დაუშვილის "დიოშდიორი" 2:1 გაუმკლავდა "მეზოკოვეშდს", ჩვენებური დუბლებშია.
სლოვაკეთი, ფორტუნა ლიგა.
ვახტანგ ჭანტურიშვილის (90 წ.) "ტრნავა" სტუმრად "ჟილინასთან" დამარცხდა - 1:3.
გიორგი ბერიძის (76-ე წუთზე შემოვიდა) "ტრენჩინი" სტუმრად "რუჟომბეროკს" დაუზავდა - 3:3.
ფინეთი, იუკონენლიგა.
ლიდერთა ჯახი კპვ-სა და ტპს-ს შორის 2:2 დასრულდა, ორივე გუნდს 39-39 ქულა აქვს. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ირაკლი სირბილაძემ.
კვიპროსი, I დივიზიონი.
გიორგი ილურიძის (სათადარიგო) "ახნასმა" შინ "პაფოსს" მოუგო - 3:0. აღსანიშნავია ნიკა ყიფიანის დუბლი, ვინც რუსეთის მოქალაქეა.
უკრაინა, პრემიერლიგა.
გიორგი არაბიძე ჯერჯერობით, ისევ "შახტარის" დუბლებშია, რომლისთვისაც ის აშკარად გადაიზარდა, "ვერესთან" 4:0 მოგებულ შეხვედრაში მის ანგარიშზე დუბლია. აღსანიშნავია, რომ ერთი გოლი მან ისევ ჯარიმიდან გაიტანა. 84-ე წუთზე ჩვენებური შეცვალეს.
დიდების მატჩში (2:1 "შახტარის" სასარგებლოდ) მონაწილეობა არ მიუღია დავით ხოჭოლავას.
ბელარუსი, ვისშაია ლიგა.
გიორგი ქანთარიას (90 წ.) "ნემანი" სტუმრად "ვიტებსკს" დაუზავდა - 2:2. ოთარ ჯავაშვილის (90 წ.) "სლავია" შინ "ბრესტთან" 1:2 დამარცხდა. ბატე-მ ვაკო გვილიას გარეშე 4:0 მოუგო სტუმრად სოლიგორსკის "შახტიორს".
ლატვია, ვირშლიგა.
"რიგასმა" სტუმრად "ვენტსპილსი" დაამარცხა - 2:1. გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ლაშა შერგელაშვილმა, გიორგი დიაკვნიშვილი განაცხადში არ ყოფილა.
თამაზ პერტიას "ლიეპაია" შინ 1:2 დამარცხდა "სპარტაკსთან". გიორგი ერისთავი პერტიამ მოედანზე 62-ე წუთზე შეუშვა.
ესტონეთი, მეისტრილიგა.
ჩემპიონატში პირველად წააგო ლიდერმა "ფლორამ", თანაც, შინ "ინფონეტთან" - 2:4. ზაქარია ბეგლარიშვილს, რომლის ანგარიშზეც 14 გოლი და 19 საგოლე პასია ამ სეზონში, თავი არაფრით გამოუჩენია.
აზერბაიჯანი, პრემიერლიგა.
ზაურ სვანაძის "ინტერმა" ბოლოს 10 კაცით შეძლო თამაზ ცეცხლაძის (90 წ.) "საბაილის" დამარცხება. ეს ქართველი მწვრთნელის პირველი გამარჯვება იყო ახალ სეზონში.
3 ქულის მიუხედავად, სვანაძე თავისი გუნდით უკმაყოფილოა: "სამი წელი "ინტერში" ვარ და ჩემს გუნდს ასე ცუდად ჯერ არ უთამაშია, ფეხბურთელებს ზედმეტი წონა აწუხებთ".
ყაზახეთი, პრემიერლიგა.
გოგიტა გოგუას (90 წ.) "ოკჟეტპესი" შინ "აკტობესთან" დამარცხდა - 0:2.
ქართველთა "ატირაუმ" შინ "ქაირათთან" 0:1 წააგო, ლადო დვალიშვილმა და უჩა ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშეს, ქართველმა ფორვარდმა ყვითელი ბარათიც მიიღო.
ნიკა კვეკვესკირის "ტობოლმა" 2:0 მოუგო აუტსაიდერ "აკჟაიკს". ერთი გოლი ქართველის წამოწყებული კომბინაციის მერე გავიდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"