გიორგი ჩაკვეტაძე: გენტის დუბლებში კი არა, მთავარ გუნდში ვიქნები!

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძე 29 აგვისტოს 18 წლისა შეიქნა და სწორედ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი პროფესიული კონტრაქტის გაფორმება, რადგან, როგორც არასრულწლოვან არაევროკავშირელს, ევროკავშირის წევრი ქვეყნის კლუბთან ამის უფლება არ ჰქონდა. ახლა კი ყველაფერი გარკვეულია - თბილისის "დინამოს" პლეიმეიკერი კარიერას ბელგიურ "გენტში" გააგრძელებს.

"თბილისის "დინამო" და "გენტი" ყველა დეტალზე შეთანხმდნენ, კონტრაქტი უკვე გავაფორმე და ბელგიურ კლუბში 3 წლის ვადით ვითამაშებ", - გვითხრა ჩაკვეტაძემ.

თავდაპირველად, მან უარყო ინფორმაცია, თითქოს სათამაშო პრაქტიკისთვის ბელგიელები "დინამოში" დროებით დატოვებას და ზამთარში გადაყვანას უპირებდნენ:

"ასე არ იქნება. ახლა საქართველოს
ახალგაზრდულ ნაკრებში ვარ გამოძახებული და ბელგიაში პოლონეთთან მატჩის შემდეგ გავემგზავრები...

"გენტის" დუბლებში? არა, დუბლებზე არ ყოფილა ლაპარაკი, თავიდანვე მთავარ გუნდში ვივარჯიშებ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
სხვა გზა არ არის, ჩვენი ახალგაზრდების განვითარებისთვის ევროპა უკეთესია, მთავარია თვითონ არ შეწყვიტონ განვითარება როგორც უმრავლესობას გაუკეთებია! გიო წარმატებები უდუესი პოტენციალი გაქვს და თუ შრომას არ დაიზარებ დიდ ფეხბურთს ითამაშებ!
dato
31 აგვისტო 2017 15:40
0
თუ გგონიათ რო დინამოს არასწორი პოლიტიკააქ ცდებით ესე ჰარი ჰარალოზე ლაპარაკობთ და არ შეილება ასე სწორედ ესაა ის პოლიტიკა რაც დროთა განმავლობაში შედეგს მოგვცემს ამაზე დიალოგი შორს წაგვიყვანს ჯობბია თავად დაფიქრდეთ
lashari
31 აგვისტო 2017 15:33
4
რა არის გენტის პოლიტიკა?კაპიკებში ყიდულობს აღმოსავლეთ ევროპაში ტალანტს,ეყოლება ერთი ორი წელი თავისთან კონტრაქტზე,ან იჯარით გასცემს სადმე.თუ გაამართლა ტალანტმა და განვითარდა რამდენჯერმე გაზრდილი ფასით გაჰყიდის,თუ ვერ გაიხსნა,იგივე ფასში მაინც გაჰყიდის,ანაც უკან გამოუშვებს.წაუგებელი არითმეტიკაა.მას არ ანაღვლებს შენი ტალანტი გაიხსნება თუ ვერა,კაპიკებში ნაყიდს დაფასება არა აქვს.გიორგი ძირითადებთან ივარჯიშებსო,თუ გაქაჩა ორ წელიწადში ათმაგ ფასად გაჰყიდის,თუ ვერა,მაინც არ დაზარალდება.ერთმა ტალანტმაც რომ გაამართლოს,ათ დაკარგულს მოგებით გადაფარავს,ამიტომ შენ უნდა იზრუნო შენს ტალანტზე,გაუფრთხილდე და ხელი შეუწყო ზრდაში,18 წლიოს ბიჭმა არა თუ ფრენა,სიარულიც არ იცის დამოუკიდებლად ცხოვრებაში და მგლების ხროვაში რომ უშვებ,ეს გაწირვას უფრო ჰგავს.დალოცვილო,ათამაშე საქართველოში თუნდაც ოც წლამდე,სათამაშო პრაქტიკაც ექნება და განვითარებაც,მერე კი გაყიდე გაცილებით ძვირად,შენც მოიგებ და ფეხბურთელიც მენტალურად უფრო მომზადებული წავა უცხოეთში.
სოსო
01 სექტემბერი 2017 11:21
1
რომ იღებდეს დინამო ტრანსფერებში დიდ თანხას და იმ თანხაზე ნაკლები ხარჯით აფრიკაში ან სამხ.ამერიკაში იგივე დონის მოთამაშით ანაცვლებდეს,მაშინ შესაძლებელი იყო სწორ პოლიტიკად ჩაგვეთავლა,მაგრამ ხომ ვიცით რა დონის ლეგიონერის მყიდველია დინამო?...ასე,რომ ,,გაპრავება,, ძალიან რთულია,შეუძლებელია და ...
ზაზა
31 აგვისტო 2017 15:52
4
ფიფიამ ბოლო წლებში რამდენჯერმე შეცვალა პოლიტიკა, ჯერ აქცენტი ლეგიონერებზე გაკეთდა, შემდეგ გუნდის გაახალგაზრდავებაზე. ეს ისტორია რამოდენიმეჯერ განმეორდა. საინტერესოა, ამჯერად რომელ ფაზაში ვართ? გიორგის კი მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ.
Barba
31 აგვისტო 2017 15:21
0
ფიფიას საფეხბურთო პოლიტიკა არ განსხვავდება არც საბურთალოსგან და არც ლოკომოტივისგან "გაზარდე ფეხბურთელი და გაყიდე" აი ამ ფაზაში ვართ ამჯერადაც და ხვალაც მანდ ვიქნებით... რა ჯგუფური ეტაპი ზღაპრების ნუ გჯერათ,რასაც ფიფია ხარჯავს მაგ ფულით ჯგუფური ეტაპის კლუბები მარტო სავარჯიშო ფურთებს ყიდულობენ ...
Gio
31 აგვისტო 2017 16:25
1
ღმერთმა ქნას, მაგრამ მენანები გიო სკამისთვის..
medasxva
31 აგვისტო 2017 14:39
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული