აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში,რომელსაც 2 669 მაყურებელი დაესწრო, ანგარიში 27-ე წუთზე მასპინძელთა გუნდის 20 წლის თავდამსხმელმა გიორგი ბერიძემ გახსნა. ის წინა შეხვედრაში "ზემპლინთან" მწვრთნელმა ნაანტრაქტევს შეუშვა შეცვლაზე, ამჯერად კი შეუცვლელად ათამაშა და გაუმართლა კიდეც.
ბერიძის გოლის შემდეგ ჰოლოშკომ საპასუხო ბურთი შეაგდო "ტრენჩინის" კარში, შესვენების მერე კლესჩიკმა პენალტით კვლავ დააწინაურა მასპინძლები, თამაშის ბოლოსკენ კი იმავე ჰოლოშკომ კიდევ ერთხელ დაამწუხრა "ტრენჩინი".
ბერიძის გუნდი 6 ქულით მე-10 ადგილზეა.