ზაქარია ბეგლარიშვილი მოქალაქეობას იცვლის და ესტონეთის ნაკრებში მიდის?

AutoSharing Option
ტალინის "ფლორას" ნახევარმცველმა, საქართველოს 27 წლის მოქალაქე ზაქარია ბეგლარიშვილმა მოქალაქეობის შეცვლისა და ესტონეთის ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა. ბეგლარიშვილმა ეს ესტონურ გამოცემა Otuleht.ee-სთან ინტერვიუში თქვა.

"ესტონეთმა ბევრი რამ მომცა. ტალინში დაიბადა ჩემი მეორე შვილი. იმედი მაქვს, 2018 წელს ესტონეთის პასპორტს მივიღებ და თუ ნაკრებში მიმიწვევენ, ამ დონისთვისაც მზად ვიქნები", - ამბობს ბეგლარიშვილი.

მან საქართველოს ეროვნულ გუნდში მხოლოდ ერთხელ ითამაშა და ისიც შეცვლაზე - 2015 წლის 11 ნოემბერს ესტონეთთან, რომელიც ჩვენმა გუნდმა 0:3 წააგო. მაშინ ბეგლარიშვილი კახა ცხადაძემ გამოიძახა ქვეყნის მთავარ გუნდში.
მაგრამ ეს ამხანაგური შეხვედრა იყო, ოფიციალურ მატჩებში კი ბეგლარიშვილს "ჯვაროსნების" ფორმა არასოდეს მოურგია და რადგან ხუთ წელიწადზე მეტია, ესტონეთში თამაშობს, მისი ნატურალიზაციის საკითხი შეიძლება მოკლე დროში გადაწყდეს.

ესტონეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ რეიმმა ბეგლარიშვილით დაინტერესება აღიარა:

"ის არის ტექნიკური და შემოქმედებითი სტილის ფეხბურთელი, ესტონეთში კი ამ ტიპის მოთამაშეები ძალიან ცოტანი არიან. როცა ბეგლარიშვილს ვხვდებოდი, ყოველთვის ვეკითხებოდი, როდის მიიღებდა ესტონეთის მოქალაქეობას".

ქართველი ფეხბურთელი არ მალავს, რომ ნატურალიზაციის პროცედურის დაწყებას აპირებს.

ბეგლარიშვილი თბილისში, ნაძალადევში დაიბადა. პირველი მატჩები 2007-09 წლებში საქართველოში, "თბილისში", გორის "დილასა" და "ლოკომოტივში" ჩაატარა. "რკინიგზელებში" კარგად წარმოაჩინა თავი და 2010 წელს ტალინის "ფლორაში" მიიწვიეს. ესტონეთის უმაღლეს ლიგაში მან 193 მატჩი ჩაატარა, 62 გოლი გაიტანა და სამჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი (ბოლო 2015 წელს).

ქართველ შემტევ ნახევარმცველს საქართველოსა და ესტონეთის ჩემპიონატების შედარება სთხოვეს:

"მიმაჩნია, რომ საქართველოსა და ესტონეთის ჩემპიონატები დაახლოებით ერთნაირი დონისაა. საერთოდ, ესტონეთის ლიგა ვითარდება და აქ ბევრი კარგი მოთამაშეა".

მან აღიარა, რომ მშობლიური თბილისი ენატრება:

"ამის მიუხედავად, ვცდილობ, ყველაფერში დადებითი მხარე დავინახო. ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, თუნდაც, კლიმატი ავიღოთ: იქ უფრო მეტი სითბოა, აქ - სიცივე. მაგრამ ორივე ქვეყანაში თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში".

საფეხბურთო სკოლა "ოლიმპის" აღზრდილი (მწვრთნელი პაატა მეტრეველი) ბეგლარიშვილი 2008 წელს ამსტერდამის "აიაქსის" დუბლშემადგენლობაში თამაშობდა, იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი. ლევან ყენიასა და ლევან მჭედლიძესთან ერთად, 1990 წელს დაბადებულებში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდა.

საინტერესოა, რომ ესტონეთი ფიფას რეიტინგში 98-ე ადგილზეა და საქართველოს 14 საფეხურით უსწრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
რა პატრიოტიზმი კაცი იხვეწებოდა გამომიძახრთო და შანსიც არ მიცეს არ გაურია ამ ნაკრებში? გამოეძახათ და ვინმემ უარი თქვა არა მთელი ცხოვრება საქართველოს ნაკრებიდან მოწვევას დაელოდება რომელსაც ვერ მიიღებდა რადგან არავინ არ კრიშავს ალბათ
მიდი ზაქარია მიაწექი სადაც დაგაფასებენ იქ ითამაშე
ვაიპატრიოტებმა კიდე საქმის არსში გაერკვიეთ და მერე წერეთ დილეტანტები ესენი
stepinski
13:48 14-09-2017
3
ამ კაცს ვერ გაამტყუნებ, აქ სამშობლოს ღალატი და არაპატრიოტიზმი არაფერ შუაშია, ვისაც ბეგლარიშვილის ინტერვიუები წაგიკითხავთ, რამდენჯერ აქვს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქმული, თუმცა თავისით ხომ ვერ შეძვრებოდა ნაკრებში მათამაშეთო, არ იძახებდნენ, ამას გარკვეული მიზეზიც ქონდა, ალბათ მწვრთნელებს ესტონეთის ლიგის დონე არ აკამაყოფილებდათ და ამასაც კარგი თვალით არ უყურებდნენ, ვერ გაქაჩავს ნაკრებშიო, ახლა კი ისეთ ასაკში შევიდა, ვფიქრობ მართლა აღარ უნდა უცადოს იმას რომ ნაკრებში გამოიძახებენ, ამისთვის სხვებს უფრო აირჩევენ, ახალგაზრდებს, მაგალითად ჩაკვეტაძე, ბერიძე,კაკაბაძე, აბურჯანია,გვილია,არაბიძე, დვალი და რავი კიდევ ბევრი ასეთი... და ცუდია რომ ჰუფნაგელსაც არ იძახებენ, შანსი უნდა მისცენ თორემ გაიქცევა ესეც, ახლაგაზრდაა და ნიჭიერი, ბუნდესლიგა 2 ში კი არის მაგრამ, საკმაოდ მაღალი დონის არის და ბევრი ქვეყნის უმაღლეს ლიგას ჯობია...
pablito
14:31 14-09-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული