14:00
(თბილისის დროით)
"სილკებორგი"-"ნოდსიელენდი": მათე ვაწაძესა და დავით სხირტლაძეს გუნდი ამ ტურშიც რთულ მეტოქეს ხვდება, ქართველთა მოწინააღმდეგეს დანიის სუპერლიგის ჩემპიონობის ამბიცია აქვს. მასპინძლები ალბათ დაცვით ტაქტიკას აირჩევენ და ძირითადში ორივე ქართველს ვერ ვიხილავთ. სხირტლაძე სავარაუდოდ პირველივე წუთიდან დაიწყებს და ვაწაძე მეორე ტაიმში ჩაერთვება. "სილკებორგს" 10 ტურის შემდეგ, 10 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა."ტობოლი"-"ასტ
15:00
"ცსკა"-"უფა": ჯიმი ტაბიძე დიდი ალბათობით უფელთა ძირითად შემადგენლობაში იქნება, რომელიც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში არის გამოძახებული. "უფა" 11 ტურის შემდეგ, 13 ქულით მე-12 ადგილზეა."ჩერნომორეცი"-"ვორსკლა": სანდრო კობახიძე და ანდრო გიორგაძე ჯერჯერობით ვერ ახერხებენ თავის დამკვიდრებას სტუმართა გუნდში. არადა პოლტაველთა გუნდს წელს დიდი ამბიციები აქვს და ევროტურნირებზე მოსახვედრად იბრძვის. "ვორსკლა" 10 ტურის შემდეგ, 18 ქულით მე-3 ადგილზეა.
16:30
"ვიტესი"-"უტრეხტი": არნემელთა ქართველი კაპიტნის გურამ კაშიას გუნდი, ბოლო სამი ტურია მშვენივრად ასპარეზობს. ბოლო ტურში, გასვლით მატჩში "აიაქსი" დაამარცხეს და ქართველმა მცველმაც გოლი გაიტანა. "ვიტესს" 13 ქულა აქვს და 6 ტურის შემდეგ მე-4 ადგილზეა.- გურამ კაშიას გოლი "ვიტესს" "აიაქსის" დამარცხებაში დაეხმარა [VIDEO]
"ბრიუგე"-"გენტი": ძირითად გუნდში კვლავ ველოდებით გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტს. გიორგიმ წინა კვირას "გენტის" მეორე გუნდში ითამაშა და დუბლი მიითვალა.
- გიორგი ჩაკვეტაძემ "გენტში" დებიუტი დუბლით აღნიშნა! [VIDEO]
17:00
"დინამო მინსკი"-"ბატე": ვაკო გვილია ბოლო პერიოდია ბორისოველთა განაცხადში ვერ ხვდება, უცნობია ეს ტრავმის ბრალია თუ რაიმე სხვა მიზეზითაა განპირობებული."ვარდარი"-"შკუპი": ჯაბა ჯიღაურმა "ვარდარის" შემადგენლობაში შეძლო თავი დაემკვიდრებინა და შეტევებში მათი საკვანძო ფიგურა გამხდარიყო. ჩვენებურის გუნდს ჩემპიონობა უნდა და უშუალო კონკურენტთან 12 ქულიანი სხვაობა აქვს, ამიტომ დღევანდელ მატჩში მასპინძლები მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ.
17:30
"პლოცკის ვისლა"-"ტერმალიკა": შესანიშნავ ფორმაშია გიორგი მერებაშვილი, რომელიც პოლონეთის ექსტრაკლასას ბოლო სამი ტური გუნდში საუკეთესოა. დღეს მათი მეტოქე ლიგის აუტსაიდერია და პლოცკელები მორიგი სამი ქულის მოპოვებას შეეცდებიან. "ვისლა" 10 ტურის შემდეგ, 14 ქულით მე-11 ადგილზეა."მოსკოვის ლოკომოტივი"-"მოსკოვის დინამო": მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში უნდა ველოდოთ საბა კვირკველიას, რომელიც დაცვის ცენტრში შეუცვლელი ფიგურაა. "ლოკომოტივს" საჩემპიონო ამბიციები აქვს და პირველ ადგილოსან "ზენიტთან" მხოლოდ 4 ქულა აშორებთ.
18:00
"შახტარი"-"კარპატი": საეჭვოა იაროსლავ რაკიტსკისა და ივან ორდეცის თამაში, ამ ორიდან თუნდაც ერთმაც რომ გამოტოვოს მატჩი, დავით ხოჭოლავას ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ. გიორგი არაბიძე კი კვლავ "შახტარის" მეორე გუნდშია და განაცხადში არ უნდა ველოდოთ. "შახტარი" უკრაინის პრემიერლიგას 25 ქულით ლიდერობს.19:00
"კლუჟი"-"ბუქარესტის იუვენტუსი": რუმინეთის ლიგა 1-ში ნიკა ძალამიძის "იუვენტუსი" ბოლო ადგილზეა და ამ სეზონში მოგება არ აქვთ. "კლუჟი" კი პირველ ადგილზეა და საკუთარ სტადიონზე აუტსაიდერს ქულებს ნამდვილად არ დაუთმობს. ძალამიძეს ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდოთ.20:00
"ანჟი"-"ზენიტი": მასპინძელთა შემადგენლობაშია გიორგი ლორია და ჯაბა ლიპარტია. საქართველოს ნაკრების მეკარეს ამ სეზონში შანსი არ მისცემია და დღესაც ალბათ თამაშს სკამიდან მიადევნებს თვალს. რაც შეეხება ჯაბა ლიპარტიას წინა თამაშში განაცხადში არ იყო და ისიც საერთოდ სათადარიგო ფეხბურთელია. "ანჟი" რუსეთის პრემიერ ლიგაში ბოლო ადგილზეა და ამ მატჩშიც ფავორიტად რა თქმა უნდა მეტოქე ითვლება.22:30
"ხიმნასტიკი"-"ბარსელობა ბ": ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკმა" სეგუნდა დივიზიონი არასტაბილურად დაიწყო და მე-20 ადგილზეა. "ბარსელონას" მეორე გუნდი 7 პოზიცითაა წინ და უკეთესადაც ასპარეზობს. საქართველოს ნაკრების მცველი დიდი ალბათობით ძირითად შემადგენლობაში იქნება და მისთვის კარგია თუ დღევანდელ მატჩში თავს გამოიჩენს.