ლეგიონის ანონსი: თასის შანსი და ქართველი ბომბარდირები ევროპაში

AutoSharing Option
დღეს ქართველ ლეგიონერთა ძირითადი ნაწილი თავის გამოჩენას ევროპის მასშტაბით შეეცდება. 14 ოქტომბერს დაახლოებით 15 ლეგიონერის მატჩებს ვიხილავთ და დავინახავთ, თუ როგორ ფორმაში არიან სანაკრებო პაუზის შემდეგ.

15:00
(თბილისის დროით)
"დინამო მოსკოვი"-"სკა ხაბაროვსკი": ხაბაროვსკელები რომელთა შემადგენლობაში გიორგი ნავალოვსკია, მოსკოველებს ესტუმრება და სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას შეეცდება. ორივე გუნდი რუსეთის პრემიერ ლიგის გასავარდნ ზონაშია. ნავალოვსკი დიდი ალბათობით ძირითად შემადგენლობაში იქნება

16:30
"ვარდარი"-"შკენდია": მაკედონიის პირველ ლიგაში ჯაბა ჯიღაურის "ვარდარს" 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და მთავარ კონკურენტთან სხვაობის შემცირებას შეეცდება. ქართველ ნახევარმცველს ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდოთ.

17:00
"ქაირათი"-"ატირაუ": დღეს
შეიძლება ქართველმა ლეგიონერებმა ყაზახეთის თასი მოიპოვონ. უჩა ლობჟანიძისა და ლადო დვალიშვილის "ატირაუ", დიდი ალბათობით, ყაზახეთის პრემიერლიგიდან გავარდება, მაგრამ თასის მოგების შემთხვევაში, ეს გუნდისთვის იქნება საგზური ევროპა ლიგის შესარჩევში.

17:30
"ბალმაზუვაროში"-"ვიდეოტონი": მასპინძლებს ბოლო 7 მატჩი არ მოუგიათ და ბაჩანა არაბულისა და ირაკლი მაისურაძის გუნდი უნგრეთის პირველობაზე ბოლო ადგილზეა. სტუმრები პირველობისთვის იბრძვიან და ამ შეხვედრაშიც 3 ქულა აქვთ დაგეგმილი. ქართველი ლეგიონერს ლიგაზე 4 გოლი აქვს გატანილი და მასპინძლების ბომბარდირია.

"ურალი"-"ანჟი": რუსეთის პრემიერლიგაში გიორგი ჭანტურიას 3 გოლთან ერთად, 2 საგოლე გადაცემა აქვს და ბომბარდირთა დავაში მე-11 ადგილზეა. "ურალის" შემადგენლობაში ქართველ შემტევი ალბათ, სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

რაც შეეხება სტუმრებს, გიორგი ლორია სავარაუდოდ სკამიდან დააკვირდება შეხვედრას. ჯაბა ლიპარტიას ტრავმა აქვს.

18:00
"ნორდსიელენდი"-"რანდერსი": სტუმართა სათადარიგო შემადგენლობაში უნდა ველოდოთ საბა ლობჟანიძეს. "რანდერსი" დანიის სუპერლიგაში ბოლო ადგილზეა და ჩემპიონობისთვის მებრძოლ "ნორდსიელენდს", სავარაუდოდ, წინააღმდეგობას ვერ გაუწევს.

"ჰაკენი"-"ესკლისტუნა":
შვედეთის პირველობაზე, ბოლო სამი მატჩი ძალიან კარგად ჩაატარა "ესკლისტუნამ" და მდგომარეობა შედარებით გაიუმჯობესა. დიდი ალბათობით, სტუმართა შემადგენლობაში იქნება ზურაბ ცისკარიძე, რომელიც დაცვის ფლანგზე შეუცვლელი ფიგურაა.

19:00
"ტრენჩინი"-"სენიჩა": გიორგი ბერიძის გუნდი ლიგის აუტსაიდერს ხვდება და მორიგი სამი ქულის მოპოვება, წესით, არ უნდა გაუჭირდეს. ქართველი ნახევარმცველი მასპინძელთა შეტევების მთავარი შემოქმედია და სურპრიზები შეიძლება დღესაც შემოგვთავაზოს.

20:00


"ფლორა"-"პარნუ": 4 ტური დარჩა ესტონეთის ჩემპიონატის დასრულებამდე და ოქროს მედალის მაძიებელი მასპინძლები ლიგის აუტსაიდერთან მორიგი 3 ქულის მოპოვებას შეეცდებიან. რაღა თქმა უნდა, ძირითადში იქნება ზაქარია ბეგლარიშვილი, რომელიც "ფლორას" ერთ-ერთი მთავარი მეგოლეა.

"ტერმალიცა"-"არკა გდინია": ლუკა ზარანდია დიდი ალბათობით "არკას"  სათადარიგო შემადგენლობაში იქნება, ქართველ ნახევარმცველს პოლონეთის ექსტრაკლასაში მხოლოდ 24 წუთი აქვს ნათამაშები .

20:30
"რაპიდი"-"პოლტენი": მასპინძელთა ფორვარდ გიორგი ქვილითაიას ავსტრიის ბუნდესლიგაში ჯერ კიდევ არ გაუტანია გოლი. ქართველ თავდამსხმელს მისცემენ თუ არა კიდევ ერთ შანსს აუტსაიდერთან მატჩში, დღეს ვნახავთ.

22:30
"გენტი"-"ვაასლანდი": "გენტმა" სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა. ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ ბელგიურ გუნდში გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა. მაგრამ ეს ალბათ მთავარ მწვრთნელზე დიდი წნეხის დამსახურება უფრო იყო, ვიდრე მისი სურვილი. ჩაკვეტაძე დღევანდელი მატჩის განაცხადშიც არაა შეყვანილი.

- "გენტში" გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჩაკვეტაძე სად გარბოდი რა გინდოდა ყოფილიყავი ცოტა გაზრდილიყავი საიმისოდ,რომ წასულიყავი,ახლა ხეხე სკამი და გახდი უინტერესო ფეხბურტელი,მიხაროპდა კარგი ვინმე გვეზრდებაო დაი უცებ ჩაყვინთა თუ (ჩააყვინტინეს)....
saqme
14:29 14-10-2017
0
გიორგი ჭანტურია და 56 წლის მამაჩემი ერთსა და იმავე ტანზე არიან, უფრო სწორად მამაჩემი უფრო კარგ ტანზეა :) კუნთები აქვს მამას :)
ვახტანგი
17:34 14-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული