ნიკა ძალამიძე "იუვენტუსის" ფეხბურთელი აღარ იქნება

AutoSharing Option
Sport Online-ს ცნობით, ტურინის "იუვენტუსმა" ბუქარესტის "იუვენტუსს" სახელწოდების და კოპირებული ძველი ემბლემის შეცვლა მოსთხოვა.

კლუბის მფლობელმა იულეა ჩიუკლეამ განაცხადა, რომ ბიანკონერის მოთხოვნას დააკმაყოფილებენ, ოღონდ სეზონის დასრულების შემდეგ.

ეს გუნდი 1992 წელს ჩამოყალიბდა, ამ სეზონში პირველად თამაშობს რუმინეთის უმაღლეს ლიგაზე, აუტსაიდერია, მის ღირსებას კი  ქართველი თავდამსხმელი ნიკა ძალამიძე იცავს, რომელმაც ჩემპიონატის 10 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

სავარაუდოდ ძალამიძის გუნდს "კოლენტინს" დაარქმევენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული