9 ქართველი ლეგიონერი რომელიც შეიძლება ახალ კლუბში ვიხილოთ

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება და დიდი ალბათობით ქართველი ლეგიონერების ნაწილი ახალ კლუბებში იასპარეზებენ. გთავაზობთ 9 ფეხბურთელს, რომლებმაც მომავალ სეზონში შეიძლება ახალი კლუბის ფორმა მოირგონ.

გიორგი აბურჯანია - ქართველმა ნახევარმცველმა ინტერვიუში დაგვიდასტურაა, რომ ახალ კლუბს ეძებს და მოლაპარაკებები ესპანურ და ბელგიურ გუნდებთან მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრების წევრს "სევილიის" მე-2 გუნდში სათამაშო დრო ნაკლებად ეძლეოდა და ამ სეზონში 10 ჩატარებული მატჩიდან ერთხელ იყო ძირითადში.

 

გიორგი მაკარიძე - საქართველოს ნაკრების მეკარის მცდელობა, ზაფხულში გადასულიყო "ბენფიკაში" კრახით

დასრულდა და საპასუხოდ "მორეირენსეს" კლუბში დარჩენილი მაკარიძე განაცხადში აღარ შეჰყავდა. გიორგი ახალი გუნდის ძიებაშია და დიდი ალბათობით ეს ისევ პორტუგალიური კლუბი იქნება.

 

ვაკო გვილია - წინა სეზონში "ბატეს" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო, მაგრამ ამ სეზონში მხოლოდ სათადარიგო სკამს დასჯერდა და მას თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ. ნიჭიერი ქართველი ნახევარმცველი დიდი ალბათობით ახალი კლუბის ძიებაშია.

 

გიორგი არაბიძე - ჯერ კიდევ ზაფხულში იყო საუბარი, რომ შეიძლება ახალგაზრდა შემტევს "შახტარი" დაეტოვებინა, თუმცა სეზონის ნახევარი 21-წლამდელთა გუნდში გაატარა სადაც განსაკუთრებული შედეგით თავი არ გამოუჩენია. მოსალოდნელია, რომ ამ ზამთარშივე ვიხილოთ გიორგი ახალ გუნდში და უკრაინული გუნდი მის ტრანსფერს არ შეაფერხებს.

 

ჯაბა კანკავა - ზაფხულის შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანი თავისუფალი აგენტია და ახალი კლუბის ძიებაშია. როგორც ყაზახური გამოცემები წერდნენ ის "ტობოლის" ფეხბურთელი გახდება, თუმცა კლუბის მხრიდან ეს ჯერ კიდევ არ დადასტურებულა.

 

ნიკა ძალამიძე - ქართველი ლეგიონერი ბუქარესტის "იუვენტუსის" დატოვებას აპირებს, ეს sportall-თან ინტერვიუში განაცხადა და იანვრიდან ოფიციალურად ახალი კლუბის ფორმას მოირგებს. რუმინულ კლუბში 9 ჩატარებული მატჩიდან, 2 გოლი არის მის ანგარიშზე.

 

მათე ცინცაძე - თბილისის "დინამოდან" წასული ნიჭიერი ნახევარმცველის კარიერა პოლონეთში ვერ აეწყო. ბოლო პერიოდი ის "პოგონის" დუბლებში მე-3 ლიგაში ასპარეზობს, სადაც 9 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო. სავარაუდოდ ზუსტად 1 წლის შემდეგ, მათე კლუბს გამოიცვლის და არ არის გამორიცხული, რომ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდეს.

 

ბუდუ ზივზივაძე - ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელსაც ვერ წაუვიდა ევროპული კარიერა იდეალურად და დანიის მე-2 ლიგის ბინადარ "ეისბერგის" სარეზერვო გუნდში იმყოფება, სადაც მის ანგარიშზე 5 მატჩში 1 გოლია. დიდი ალბათობით ბუდუც ეროვნულ ლიგას დაუბრუნდება.

 

გოგიტა გოგუა - "ოკჟტეპესი" ყაზახეთის უმაღლესი ლიგიდან გავარდა და დიდი ალბათობით ქართველი ვეტერანი კლუბს შეიცვლის. დიდი ალბათობით ის ისევ ყაზახეთში გააგრძელებს კარიერას.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ზივზივაძე არ იყო რო თქვა ჩემი თავი ამოვწურე საქართველოშიო??? დინამოს უარი უთხრა და დანიის მეორელიგის ზამენაზე ზის !!! აღარ უნდა მიიწვიოს არცერთმა ქართულმა გუნდმა ეგეთი ფეხბურთელები, გაიტანენ ერთ-ორ გოლს და თავი ვარსკვლავები გონიათ. მარტო ზივზივაძეს არ ეხება ეს, ყველას ეხება ვინც მასე გარბის აქედან.
გიორგი
14:12 10-12-2017
0
ქართულ კლუბებში დაბრუნდნენ უკეთესი იქნება, ევროტურნირებზე მიიღონ მონაწილეობა თავი გამოიჩინონ, კარგი ევროპული კლუბები მხოლოდ მაშინ დაინტერესთებიან...
ქომაგი
16:22 10-12-2017
0

სიახლეები პოპულარული