იური სიომინი კვირკველიაზე: დარჩეს და უფრო ძლიერი კლუბების ვარიანტები ექნება

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა sportfm.ru-სთან საბა კვირკველიას შესახებ ისაუბრა.

იგი კატეგორიული წინააღმდეგია, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს წამყვანი მოთამაშეები გაყიდოს.

"მაშინ, როცა ჩემპიონატის პირველი წრე მოვიგეთ და ვლიდერობთ, კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ მომენტში წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვას.

რაც შეეხება კონკრეტულად კვირკველიას, თუ სეზონს "ლოკომოტივი" ტიტულით დაასრულებს, მას უფრო ძლიერი კლუბებიდან ექნება შემოთავაზება, ვიდრე "ლესტერი" და "ვესტ ბრომვიჩია", - განაცხადა სიომინმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მცველის სახელს პრემიერლიგის კლუბებს უკავშირებენ.

კვირკველია 2017 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.





მკითხველის კომენტარები / 12 /
მართალია ეს კაცი, თანაც ახლა წასვლა იმ გუნდის შუა გზაზე მიტოვებაა რომელმაც საბას საკმაოდ რთული მდგომარეობიდან გამოსვლაში დაეხმარა . რამოდენიმე თვე კი ამ შემთხვევაში არაფერს წყვეტს--არც სათამაშო პრაქტიკა აკლია და ჩემპიონობის შანსიც აქვს!
ფერნანდო
29 დეკემბერი 2017 19:40
1
წადი წადი მოშორდი მაქაურობას თორე შერცება ზაფხულში გახანგრძლივებული 5 წლიანი კონტრაქტი და მერე მაქსიმუმ რესტორანს თუ გახსნი მოსკოვში
zorbegi
30 დეკემბერი 2017 00:19
6
სიომინი მართალას ამბობს.
დემე
30 დეკემბერი 2017 12:37
0
აუცილებლად უნდა გადავიდეს, რუსებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ეთნიკური გამორჩევით ათამაშონ არ არ ათამაშონ ფეხბურთელი. უნდა წავიდეს რუსეთიდან
kkgg
30 დეკემბერი 2017 11:07
7
და რას ელოდებით? ჩამოიყვანეთ და ათამაშეთ
999
05 იანვარი 2018 11:18
0
ყველა ვარიანტში წასვლა ჯობია სად უფრო ნახავენ ტოპ ლიგაში თუ ადაც ეხლაა, მთავარია რეალური ინტერესი გამოჩნდეს და რუსები იოლად შეელევიან თვითონ არ უნდა აყვეს მის მწვრთნელს თუ დაეხმარნენ საბამაც თავისი შრომით ვალში არ დარჩენილა წადი ასათიანის შეცდომა არ გაიმეორო!
კახა
29 დეკემბერი 2017 21:04
3
არ უნდა აჩქარდეს. ლოკოს ჩემპიონობის და შესაბამისად ჩემპიონთა ლიგაში თამაშის დიდი შანსი აქვს და ნახვა თუა, სწორედ იქ ნახავენ
Irakliy
30 დეკემბერი 2017 11:03
1
ასკას შეცდომა არაფერში დაუშვია,ტრანსფერს ხელი შეუშალა იმან რო რეიტინგში 75 ქვეყანაში არ შევდიოდით....საბაზეა დამოკიდებული,თუ სტაბილური იქნება უკეთეს გუნდში მოხვდება ნამდვილად...ზოგაგად რუსებს არუყვართ კარგი ფეხბურთელების გაშვება ან თუ გაუშვეს თანხითაც უნდა დააინტესონ...რაღაც წავიკითხე სიტი ინტერესდებაო და პასის კულტურა აკლია საბას ყველა მაგის თამაშს ვესწრები და ეგ პრობლემა არარის პიკეც გამოასწორა გვარდიოლამ
Zaliko
29 დეკემბერი 2017 23:36
2
სინამდვილეში პირიქით იქნება, მერე ინტერესი მინავლდება და ასეთი შემოთავაზებებიც აღარ ექნება. ასაკიც ემატება და ყველაფერი, მოკლედ ეს არის მაგათი “მეთოდი“ ქართველების“ არ გაშვების, აბა ერთი რომელიმე რუს ტალანტზე იყოს საუბარი, რას იტყოდა ბატონი სიომინი. ამათ მერე ლეგიონერებზე ლიმიტიც უნდათ, ძაან ეშლებათ რაღაც-რაღაცეები.
expert
29 დეკემბერი 2017 22:39
6
დარჩენა უკეთესი იქნებოდა
kote
29 დეკემბერი 2017 19:49
7
სანამ შანსი აქვს გაეცალოს, მერე ან ტრამვა რომ მიიღოს ან რამე პრობლემა იყოს და სკამზე დასვან მორჩება მაგით ყველაფერი. ნებისმიერ ტოპ ვარსკვლავს კითხოს, როცა შანსი გაქვს უნდა გამოიყენო თორე დღეს გაქვს ხვალ შეიძლება არ გქონდეს.
Tor
30 დეკემბერი 2017 02:22
1
Unda caxvide saba tore gaixsene asatiani shemorchebi rusul premierligas
Gio
30 დეკემბერი 2017 09:07
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული