ნიჭიერი მაშინ ხარ, შენს ნიჭს, რომ გამოიყენებ და ქვეყანას ასახელებ - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების  ფორვარდი ვლადიმერ დვალიშვილი, ახლა უგუნდოდაა.

31 წლის ფორვარდი, ბოლოს ყაზახეთის ჩემპიონატის ბინადარის, "ატირაუს" მაისურს ირგებდა.

როგორც თავად ლადო ამბობს, არ იცის ჯერჯერობით სად გააგრძელებს სამომავლოდ კარიერას.

sportall.ge ფეხბურთლს დაუკავშირდა. ფეხბურთელს, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ვესაუბრეთ.

- პირველ რიგში გკითხავთ, რა ვარიანტები გაქვთ, სად აპირებთ კარიერის გაგრძელებას?

- ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია. მოლოდინის რეჟიმში ვარ.

- საქართველოში დაბრუნებას ჰომ არ აპირებთ? მაგალითად, თბილისის "დინამოში" დაბრუნების ვარიანტი ჰომ არა გაქვთ?

- ისევ თუ მექნება შანსი რა თქმა უნდა, კარიერის გაგრძელება
საზღვარგარეთ მსურს. რაც შეეხება "დინამოს", თბილისიური კლუბიდან არავინ შემხმიანებია.

- გასაგებია, რომ "დინამო" არ შეგხმიანებიათ, მაგრამ არც სხვა ქართული კლუბების მხრიდან ყოფილა ინტერესი?

- მოდი, ამ კითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ.

- ლადო, თქვენ ბევრი ქვეყნის ჩემპიონატში გითამაშიათ, რომელი შეგიძლიათ გამოარჩიოთ?

- პოლონეთის და ისრაელის ჩემპიონატები. ამ ქვეყნების ჩემპიონატებში, მაყურებელი ბევრი დადის, სტადიონებიც უფრო კარგია და ინფრასტრუქტურა განვითარებული. მაგ დროისთვის საუკეთესო გუნდებში ვთამაშობდი.

- როგორ ფიქრობთ, კარიერის პიკი უკვე გქონდათ? შეგეძლოთ თუ არა უფრო მაღალი დონის ფეხბურთი გეთამაშათ?

- რეალისტი ვარ და პიკი ალბათ უკვე მქონდა. ჩემს თავზე საუბარი არ მიყვარს და თავს შევიკავებ პასუხისგან.

- თქვენ საქართველოს ჩემპიონატში ადრეულ პერიოდშიც თამაშობდით და ბოლო ხანებშიც, როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა ჩვენი ქვეყნის პირველობაში?

- ეხლანდელი სისტემა მომწონს. ჩემპიონატიც დაძაბული გამოვიდა და ბევრი კარგი თამაში ჩატარდა.

გუნდებს, ყველა ქულაზე ფედერაცია ფულს უხდის, რაც დამატებითი სტიმულია.

მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ჩემპიონატში ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს.

- როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ახერხებენ საქართველოს ჩემპიონატიდან წასული ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები, სხვა კლუბში საკუთარი თავი წარმოჩენას?

- ალბათ, ხასიათი უნდა შეიცვალონ და ბევრი იშრომონ...  ნიჭიერი მაშინ ხარ, შენს ნიჭს, რომ გამოიყენებ და ქვეყანას ასახელებ.

- პროფესიონალიზმის მხრივ რას იტყოდით ქართველ ფეხბურთელებზე? თემურ ქეცბაია ქართველო ფეხბურთელებს ფიზიკურ მომზადებას უწუნებდა და საქმის მიმართ აგდებულ დამოკიდებულებაზე საუბრობდა...

- პროფესიონალიზმში ქართველები მოვიკოჭლებთ და ეს კომპონენტი გამოსასწორებელი გვაქვს.

მიბაძონ პროფესიონალიზმში ჯაბა კანკავას, ის ამის ნამდვილი მაგალითია.

- "ატირაუში" თქვენთან ერთად უჩა ლობჟანიძეც თამაშობდა, რა შეგიძლიათ გვითხრათ მის შესახებ? დარჩება იგი ყაზახურ კლუბში?

- ერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ ორივეს კონტრაქტი დაგვიმთავრდა.

- "პოგონში", სადაც თქვენც ასპარეზობდით, ახლა ორი ქართველი, ლაშა დვალი და მათე ცინცაძე თამაშობს. რას ეტყოდით მათ, რა რჩევას მისცემდით?

- პოლონეთი დიდი ტრამპლინია და სადაც არიან ეს ყველაფერი მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ.

თუ თავს გამოიჩენენ, უკეთეს ჩემპიონატებში გადავლენ და უკეთეს გუნდებში ითამაშებენ.

იშრომონ, გააკეთონ მაქსიმუმი. მე მათ ვგულშემატკივრობ და ორივეს წარმატებებს ვუსურვებ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სანადირო კარგი შეთავაზება არ იქნება არ უნდა წავიდნენ.
ვაკო
22:52 07-01-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული