დონეცკის "შახტარი" - ქართველი "ტალანტების" მტერი თუ იმედი?

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარი" უკრაინაში ყველაზე წარმატებული გუნდია და მუდმივად ახერხებს ევროთასებზე ასპარეზობას. დონეცკური კლუბი ამჟამად ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალშია და მეტოქედ "რომა" ერგო. 

"შახტართან" ერთად იმყოფება საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა.

ბოლო დროს კითხვის ნიშანი გაჩნდა, სჭირდება თუ არა რეალურად კლუბს დავით ხოჭოლავა. გავრცელდა ჭორები, რომ "შახტარი" მის გაშვებას "მარიუპოლში" აპირებს.


დონეცკურ კლუბს 4 ქართველი ფეხბურთელის ბედ-იღბალი უკავშირდება, რომლებსაც "ტალანტებად" ვთვლიდით, მაგრამ ჯერჯერობით სრულყოფილად ვერავინ შეძლო თავის დამკვიდრება.

Sportall.Ge

4. დავით თარგამაძე - ქართველმა შემტევმა
ზუსტად 5 წელი იტრიალა დონეცკური გუნდის გარშემო და შედეგად ის მიიღო, რომ ბოლო ერთი წელია თავისუფალი აგენტია და მისი გზა-კვალი არსად ჩანს.

არადა, ვისაც თარგამაძის თამაში აქვს ნანახი, მას დიდ მომავალს უკავშირებდნენ. მაგრამ 28 წლის ფეხბურთელის კარიერა "შახტარის" გარშემო ვერ აეწყო და კლუბიდან კლუბში განათხოვრებით დასრულდა.

ხშირად უკრაინელები დავითს წარუმატებლობას მასვე აბრალებენ, რადგან ფიქრობენ, რომ მან უფრო მეტი დრო გართობას დაუთმო და არა ფეხბურთს. ხოლო ქართველი ფეხბურთელის პასუხი ასეთი იყო: "ყველას თავისი ცხოვრება აქვს და საკუთარ გზაზე გაუმარჯოს! მე არავის ცხოვრებაში არ ვერევი და უკეთესი იქნება, სხვებმაც თავიანთი ცხოვრებით იცხოვრონ, სხვებზე კი ნაკლები ილაპარაკონ... საფეხბურთო სეზონისას, როცა თამაშები გვაქვს, ნამდვილად არსად დავდივარ, შვებულების დროს კი ყველა ფეხბურთელი დადის გასართობად. დასვენების პერიოდი სწორედ იმისთვის არსებობს, სადაც გინდა, იქ წახვიდე!"

იმედი ვიქონიოთ, რომ თარგამაძე მალე დაუბრუნდება ფეხბურთს და კვლავ შეძლებს ქომაგის გახარებას თავისი ლამაზი თამაშით.

Sportall.Ge

3. დავით ხოჭოლავა - ნაკრების მცველს 2016/17 წლების სეზონი ჩერნომორეცის "ოდესაში" ძალიან კარგი გამოუვიდა, "შახტარს" კი ეს არ გამორჩენია და შეთავაზებაც გააკეთეს. 

ხოჭოლავამ იცოდა და აღნიშნავდა, რომ ის ძირითადი შემადგენლობისთვის არ მიჰყავდათ და ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლა მოუწევდა, კლუბში კი მას კონკურენტები დახვდებოდნენ: იაროსლავ რაკიცკი, ივან ორდეცი, სერგეი კრივსტოვი. სამივე ფეხბურთელი დონეცკური კლუბისთვის ძალიან ძვირფასია და უკრაინელებთან ქართველს ჭიდილი რომ გაუჭირდებოდა, თავიდანვე ცნობილი იყო.

სექტემბრის თვეში სერგეი კრივსტოვმა ტრავმა მიიღო და ამით ხოჭოლავას გზა გაეხსნა, რომ ყოფილიყო პირველი შემცვლელი ცენტრალური მცველი და საკუთარი შესაძლებლობები დაემტკიცებინა. კიდევ უფრო გაუმართლა 17 ოქტომბერს, როდესაც იაროსლავ რაკიცკიმ წითელი ბარათი მიიღო "ფეინიორდთან" და ამას შედეგად მოჰყვა 4 მატჩი, მათ შორის, 1 ჩემპიონთა ლიგაზე ძირითად შემადგენლობაში თამაში. 

ამ ყველაფრის შემდეგ ხოჭოლავა 1 წუთით გამოჩნდა "სიტისთან", 1 წუთი ითამაშა "ზორიასთან" და 90 წუთი "ვერეს რივნესთან" თასზე. 

ამ ზამთარს კი სერგეი კრივსტოვი მომჯობინდა. შედეგად, უკრაინელ ჟურნალისტებში გაჩნდა ცნობები, რომ ხოჭოლავა შეიძლება "მარიუპოლში" გაანათხოვრონ, თუმცა ფონსეკამ ის შეკრებაზე წაიყვანა და ალბათ, კიდევ ერთ შანსს მისცემს თავის წარმოსაჩენად.

Sportall.Ge

2. გიორგი არაბიძე - არაბიძე "შახტარის" სკამსაც კი შორიდან უყურებს. 19 წლის შემტევის "აფეთქება", რომელსაც დღემდე ველოდებით, არც დონეცკელთა ძირითად შემადგენლობაში მოხდა და არც "შახტარის" 21-წლამდელებში. ფაქტია, არაბიძე უკრაინულ კლუბში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს და ეს მის თამაშზე ახალგაზრდულ გუნდშიც აისახება.

არაბიძეს რომ ბევრი აქვს დასამტკიცებელი, ალბათ, მანაც კარგად იცის. 2015 წელს "მალმიოს" ახალგაზრდულთან საოცარი თამაშის შემდეგ მხოლოდ მის ჩრდილს ვხედავთ და საჯარიმოებს, რომლებიც უკვე კარისკენაც აღარ მიდის. 

ფაქტია, გიორგისთვის იდეალური იქნებოდა "შახტარის" დატოვება, სანამ სხვა ქართველი ფეხბურთელების ბედს გაიზიარებს.

Sportall.Ge

1. თორნიკე ოქრიაშვილი - დღევანდელი საქართველოს ნაკრები თორნიკე ოქრიაშვილის გარეშე წარმოუდგენელია. ხშირად იმასაც ამბობენ, რომ ის ნაკრებში ბოლომდე "ჟილკით" თამაშობს, ხოლო კლუბში კი ასეთი გარჯით თავს არ იღლის.

2010 წელს "გაგრადან" "შახტარში" გაანათხოვრეს, 2011 წელს კი დონეცკურმა კლუბმა ქართული კლუბიდან 400 000 ევროდ შეიძინა ("ტრანსფერმარკეტის" ინფორმაცია). კლუბში გადასვლიდან მე-2 დღეს "ილიჩევეცში" გაანათხოვრეს, შემდეგ "ჩერნომორეცში" და ბოლოს "გენკში გაყიდეს.

ხშირად იმას ამბობენ, რომ "შახტარში" თავს იმიტომ ვერ იმკვიდრებენ, რომ კლუბში არიან ისეთი ბრაზილიელები, როგორებიცაა: დუგლას კოშტა, ლუიზ ადრიანო და ა.შ. მაგრამ არასდროს არ ახსენებენ იმას, რომ ამავე კლუბში და ამავე კონკურენციაში, საუკეთესო იყო ჰენრიხ მხითარიანი, რომელიც დღეს "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია.

ყველა მწვრთნელი წარმატებას ესწრაფვის, წარმატება კი ფეხბურთელებშია. არასდროს არ შედის მწვრთნელის ინტერესში ფეხბურთელის დაჩაგვრა, თუ პირადი ურთიერთობები არ აქვთ დაძაბული. ყველა ქართველი ფეხბურთელი იმიტომ შეარჩიეს, რომ თავის დროზე მოეწონათ, მაგრამ მათ კონკურენციის დროს ვერ შეძლეს იმის დამტკიცება, რომ უკეთესები იყვნენ.

"შახტარმა" ქართველ ფეხბურთელებით ფინანსური სარგებელი ვერ ნახა. კლუბმა ჯერ იმედი მოგვცა და ბოლოს კი უარი თქვა ქართველ "ტალანტებზე".
მკითხველის კომენტარები / 8 /
სხვას ნურაფერს აბრალით. ჩამოთვლილი 4 ფეხბურთელიდან 3 არაბიძე, ოქრიაშვილი და თარგამაძე არაპროფესიონალიზმის განსაიერება არის ტალანტებიი არა ტოროლა აი ხოჭოლავა კი კაცია და თანაც პროფესიონალი ნახავთ რა დონეს მიაღწევს
mamuka
20 იანვარი 2018 14:54
2
ყველა ისეთ გუნდში, სადაც რუსული ფინანსური კვალია, ქართველი ფეხბურთელი ვერ გაიხარებს
დროა ჩვენ ამას შევეგუოთ და თვითონ ფეხბურთელებიც მიხვდნენ ამას
და ვისაც მართლა ფეხბურთის თამაში უნდა თავი შორს უნდა დაიჭირონ ესეთი გუნდებისგან
qwe
16 იანვარი 2018 15:40
16
რა შუაშია რუსეთი ან რუსული სპეცსამსახურები აღნიშნულ ფაქტთან, ჩვენი შეცდომა საკუთარი პრობლემების არ დანახვაა, ჩვენი ფეხბურთელების ფიზიკური მომზადების დონე და საფეხბურთო დისციპლინა ძალიან დაბალია, ხოლო ჩემპიონატი კი უსუსტესი, შესაბამისად ჩვენი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელები სხვა უფრო მაღალი დონის ჩემპიონატებში ვერ თამაშობენ,უჭირთ ფიზიკური მომზადებიდან გამომდინარე. აი თუნდაც ჩაკვეტაძის მაგალითი ავიღოთ გენკში ხომ არ არის რუსული ფინანსები მაგრამ სათადარიგო სკამსაც არ აკარებენ, ჩვენთან კი დაფრინავდა ერთ-ერთი საუკეთესო იყო.ყველამ ვიცით რომ სერიოზული პრობლემები გვაქვს ბავშვთა ფეხბურთში, მაგრამ არ ვაღიარებთ ხან რუსულ სპეცსამსახურებს ვაბრალებთ, ხან ვის.. ოქრიაშვილი ან არაბიძე ცაზე ვარსკვლავებს რომ წყვეტდნენ, თქვენი აზრით არ ათამაშებენ ძირითადში? არ არიან კონკრეტული ჩემპიონატის დონის. ის ძველი დრო აღარ არის, ყველამ გაგვასწრო ამ საკითხში. აგერ აზერები ყველაფერს გეგმაზომიერად აკეთებენ და ადრე თუ გვიან მოვა მათთანაც წარმატება, მართალია დიდი პლეიმეიკერული ნიჭის მქონე ახალგაზრდები არ ჰყავთ მაგრამ ფიზ.მომზადების და საფეხბურთო დისციპლინის ამაღლების ხარჯზე აპირებენ წარმატების მიღწევას, თან ჩემპიონატიც ნორმალური აქვთ. აი თუნდაც U19_ზე ხომ ვნახეთ ჩვენის''ტალანტ'' და ''გაპიარებულ'' ბიჭებს შანსიც კი არ დაუტოვა მაღალი საფეხბურთო დისციპლინის მქონე ჩეხებმა, როგორ მოგვიგეს გახსოვთ არაბიძეს და ჩაკვეტაძეს კაციც კი არ მოატყუებინეს. ამაშია საქმე და არა რუსულ სპეცსამსახურებში, ვინმემ რუსეთუმეობა არ დამსწამოთ. ჩვენ ყველას გგვგონია რომ პრობლემა სხვაშია იქნებ კარგად დავფიქრდეთ და ჩვენშიც აღმოვაჩინოთ პრობლემები.
Stenley Park
17 იანვარი 2018 14:02
0
დიახ, მე როცა დავწერე რუსული ინტერესების და სპეცსამსახურების კონტროლირებული კლუბები იტყუებენ და აფუჭებენ ქართველ ტალანტებსთქო, სასაცილოდ არ ეყოთ ბევრ გრუზინებს, არადა ასეა ფეხბურთი პოლიტიკაა ჩვენი დაუძინებელი მტრები მუშაობენ. ერთმა მრავლისნახველმა ბაბუმაც ასე თქვა რომ, საბოლოოდ დავრწმუნდი რუსს ქართველის გასაფუჭებლად ფული არ ენანებაო. ჩელსი, შალკე, ვიტესი, დინამო-ლოკომოტივებზე აღარაფერს ვამბობ... ყენია, ყაზაიშვილი, ჭანტურია, თარგამაძეს პორტუ იწვევდა და ვიღაც გაცხარებული ვასია ნიძლავს დებდა რომ ვერ გადავაო(!) ოქრიაშვილი, არაბიძე, ჯანო საერთოდ მძევლადა ყავთ. აი ავიღოთ მაგალითი: 15 წლის ჭანტურია იყო ბარსელონაში, ეს რუსული დინამო-ლოკომოტივები უტიფრად უგზავნიან მაცდურ წინადადებებს, თან ისე თითქოს იქით რუსეთში იყოს ბარსელონა და არა აქეთ... მერე გამოუგზავნეს ჩელსის ვარიანტი კაი ფულს იხდიდნენ თან, ჭანტურიას გარემოცვა და ლოკომოტივის ხელმძღვანელობა დახარბდა მაგ ფულს, ჭანტომაც თქვა რომ ჩელსი სულ სხვა დონეაო უნდა წავიდეო. ხოდა, ეგონა ჩელსიში მიდიოდა აღმოჩნდა ვიტესში, პატრონები ძმაკაცები ყოფილანო და გამოუშვეს კონტრაკტი გაუფორმეს ვიტესში. მერე რა როგორ მოხდა ყველაფერი იცით.
mzverav
16 იანვარი 2018 19:10
6
არცერტიც არაა
fexburti
16 იანვარი 2018 14:26
0
"ყველა მწვრთნელი წარმატებას ესწრაფვის, წარმატება კი ფეხბურთელებშია. არასდროს არ შედის მწვრთნელის ინტერესში ფეხბურთელის დაჩაგვრა"

აბა კვირკველიას შემთხვევა რა იყო?
დაჩაგრა მწვრთნელის უტვინობის გამო.
გიორგი
16 იანვარი 2018 13:47
1
თარგამაძეს კომენტარშიც ეტყობა,რომ სიაფანდი ფეხბურთელია და შრომა ეზარება,მცირედით კმაყოფილდება.
status quo
16 იანვარი 2018 13:46
2
არაბიძე ლიგაზე დაეხმაროს ტორპედოს.წარმოაჩინოს თავისი თავი და შახტარზე უკეთეს გუნდშიც გადავა.
Giorgi
16 იანვარი 2018 13:31
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული