- რთულია პირველი ვარჯიშები შეკრებაზე?
- პირადად ჩემთვის კი, რადგან კარგად დავისვენე (იღიმის).
- თურქეთში ზედმეტი წონაც გამოიყოლეთ?
- დიახ, როგორც წესი, შვებულების შემდეგ ზედმეტი კილოგრამებით ვბრუნდები, მაგრამ ორგანიზმი უკვე მიეჩვია წონის დაკლებას. წონის დასაგდებად, ალბათ, ერთი კვირა დამჭირდება.
- მიოდრაგ ბოჟოვიჩმა (რედ: "არსენალის" მწვრთნელი) თქვა, რომ ზედმეტი 2 კილოგრამი ნორმალურია...
- ანუ დაგაჯარიმებენ?
- დიახ, ამას დამატებული, გვსჯიან - უფრო მეტ სირბილს გვთხოვენ ვარჯიშებზე.
- თქვენს თანამემამულე ზაზა ჯანაშიას ყოველთვის ჰქონდა პრობლემები ზედმეტ წონასთან დაკავშირებით და იური სიომინი მას სირბილს აიძულებდა. ბოჟოვიჩი უფრო კეთილია?
- მე მგონი, ჯანაშიას ზედმეტი წონის გარეშე თამაში არ შეეძლო და ეს ეხმარებოდა კიდეც (იღიმის). მე ხელს მიშლის. არა, ბოჟოვიჩს მკაცრი მოთხოვნები არ აქვს.
- თქვენი ზედმეტი წონის მთავარი მიზეზი ხინკალია?
- არა, მარტო ხინკალი რატომ? ქართული სამზარეულო, საერთო ჯამში, მძიმე და კალორიულია. თუმცა შვებულება იმისთვისაა, რომ კარგად დაისვენო. ასე არაა? სეზონის მიმდინარეობისას კი თავს ვაკონტროლებ, ხოლო შვებულებაში შეიძლება მოდუნდე.
- შვებულება საქართველოში გაატარეთ?
- დიახ, ძირითადად საქართველოში.
- თქვენ "აიაქსში" შოთა არველაძის გზის გამეორების შანსი გქონდათ...
- დიახ, ამსტერდამულ კლუბში ვიყავი სინჯებზე, თუმცა მერე რუსეთში დავბრუნდი.
- რატომ?
- იყო გარკვეული ნიუანსი. უფრო არ შევეფერებოდი მათ, ვიდრე პირიქით. პირველ გუნდში მინდოდა დამკვიდრება და არა მეორეში. მაშინ 18 წლის ვიყავი.
- 18 წლის ასაკში ჩახვედით და ეგრევე პირველ გუნდში გინდოდათ თამაში?
- რა არის ამაში უცნაური? ჰოლანდიაში 20 წლის ასაკში უკვე ძირითად გუნდში თამაშობენ. 25-26 წლის ასაკში ბევრი უკვე ვეტერანად ითვლება. ამიტომ ვფიქრობ, ჯანსაღი ამბიციები მქონდა. როცა დავბრუნდი, უკვე 19 წლის ასაკში "მოსკოვის" ძირითადში ვთამაშობდი.
- საფეხბურთო თვალსაზრისით რამ გაგაოცათ ჰოლანდიაში?
- სიმართლე გითხრათ, მაშინ არ მინერვიულია იმის გამო, რომ "აიაქსში" არ დავრჩი.
- პრემიერლიგაში, რომელ ქართველ ფეხბურთელებთან მეგობრობთ?
- კვირკველიასთან მაქვს ხშირი კონტაქტი, ჯიქიასთანაც ვკონტაქტობ.
- ნაადრევად მიულოცეთ კვირკველიას ჩემპიონობა?
- არა, მაგრამ ვფიქრობ, დიდი შანსი აქვს, ოქროს მედალი აიღოს. 10 მატჩი და 8-ქულიანი ჰანდიკაპი კარგი შედეგია.
- ჯიქიას "ტვიტი" წაიკითხეთ "შოკოლადების" შესახებ, რომელმაც ასეთი რეზონანსი გამოიწვია?
- დიახ, ეს სრული სისულელეა. ამ პრობლემას ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ. სკანდალს არაფრისგან ქმნიან. შავკანიან ფეხბურთელებს იცოდებენ, მაგრამ მათ არავინ ჩაგრავს. ჯიქიას კარგად ვიცნობ. ის მხიარული ბიჭია, მის ხუმრობებს ბრაზილიელები იგებენ და ნორმალურად რეაგირებენ. ეს ყველაფერი თითიდან გამოწოვილ ამბავს ჰგავს.
- შედეგად კი დიდი სკანდალი გამოვიდა...
- არ ვიცი, ალბათ, ვიღაცები სპეციალურად აკეთებენ ამას. ეს სრული სისულელეა.
- ჯიქიას ბოდიშის მოხდა მოუწია...
- სიტყვები არ მაქვს. ლეგიონერები ისე გამოჰყავთ, თითქოს მსხვერპლნი არიან. არავის ვიცნობ, ვინც ნეგატიურად არის განწყობილი მათ მიმართ, მით უმეტეს, რასიზმის საფუძველზე. ჯიქია კეთილი, დადებითი ადამიანია, რომელსაც უყვარს ხუმრობა და არავის არ აყენებს შეურაცხყოფას.
- სიტყვა "შოკოლადში" არ არის არაფერი შეურაცხმყოფელი? ეს ხომ "მაიმუნი" არაა?
- მაიმუნიც რომ ეთქვა, რა არის მერე ამაში ცუდი? თუ ისინი კარგი მეგობრები არიან და არ სწყინთ. რატომ უნდა შექმნა ამისგან ტრაგედია? თუ ადამიანი ნორმალურად აღიქვამს ასეთ რამეს, რატომ აკავშირებენ ამას რასიზმთან? მოკლედ, გაბერილი თემაა.
- არ ფიქრობთ, რომ რუსული ფეხბურთის წინააღმდეგ რაღაც შეთქმულებაა? რასიზმი, ფეხბურთელების დადანაშაულება დოპინგში...
- ადეკვატური ადამიანები ყველაფერს გებულობენ და სხვები, რომლებიც დაჟინებით ამტკიცებენ, ვეღარ გადაარწმუნებ.
- თქვენ ორი წლის წინ "ანჟიში" ლამის ნარკომანი დაგიძახეს და განაცხადეს, რომ თქვენს ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი იყო...
- ეს ჩავლილი თემაა, ძალიან დიდი დრო გავიდა, რუსეთის ჩემპიონატში დავბრუნდი და არც ერთ ინტერვიუში ეს თემა არ გამიხსენებია.