"ქართველ ჟორას მეძახიან" - გიორგი ჭანტურიას ხუმრობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ჭანტურიას კლუბი "ურალი" მოსამზადებელ შეკრებაზე კვიპროსში იმყოფება. ფეხბურთელებმა, ფეხბურთის გარდა, ფრენბურთიც ითამაშეს, რაშიც მონაწილეობა ჭანტურიამაც მიიღო.

შეკრებას "ურალის" ტელეკომპანიის ჟურნალისტი ესწრებოდა, რომელმაც ჭანტურიას ჰკითხა:

- ფეხბურთის თამაშის დროს თქვენ ქართველ მესის გეძახიან. რა ხდება ამ მხრივ, როდესაც ფრენბურთს თამაშობთ?
- ფრენბურთში ქართველ ჟორას მეძახიან, - იხუმრა ჭანტურიამ.

რუსეთის ჩემპიონატი 3 მარტს განახლდება და "ურალი" გასვლით შეხვედრას მოსკოვის ცსკა-ს წინააღმდეგ ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მესი, არა ტოროლა... უაზრო ფინტაობას და ბურთის დაკარგვას, სჯობს პასის მიცემა ისწავლოს.
დათო
12:59 23-01-2018
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული