გიორგაძისა და კობახიძის "ვორსკლამ" ზარანდიას "არკა" დაამარცხა

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე პოლტავას "ვორსკლამ" უკანასკნელ საკონტროლო მატჩშიც გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად გდინიას "არკა" 2:1 დაამარცხა, რომელიც პოლონეთის ჩემპიონატზე მე-6 ადგილზეა.

"ვორსკლას" შემადგენლობაში ორივე ტაიმი ითამაშა მცველმა ანდრო გიორგაძემ, ხოლო პირველი ტაიმი ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ. ორივეს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ გიორგაძეს გოლკიპერმა არ დაანება კარის დალაშქვრა, კობახიძის დარტყმული ბურთი კი მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა.

რაც შეეხება პოლონური გუნდის თავდამსხმელს ლუკა ზარანდიას, ძირითად შემადგენლობაში იყო და შესვენების შემდეგ შეცვალეს.

მატჩის დასრულებისთანავე "ვორსკლა" უკრაინაში დაბრუნდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული