ნიკა სანდოხაძეს გოლი არ ჩაუთვალეს და "კარპატი" დამარცხდა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე ლვოვის "კარპატი" 1:2 დამარცხდა პოლონეთის ჩემპიონატზე მე-4 ადგილზე მყოფ ბილოსტოკის "იაგელონიასთან".

პირველი ტაიმი პოლონელებმა 1:0 მოიგეს, მეორე ტაიმში კი შეცვლაზე მცველი ნიკა სანდოხაძე და ნახევარმცველი ამბროსი ჩაჩუა შევიდნენ. ამის შემდეგ უპირატესობას უკრაინული გუნდი დაეუფლა და ჩაჩუამ ანგარიში გაათანაბრა, ცოტა ხანში კი სანდოხაძემ თავურით მეორედ დაამწუხრა პოლონელები, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. არადა, როგორც ლვოველი ჟურნალისტები ამტკიცებენ, ოფსაიდი არ ყოფილა.

81-ე წუთზე არბიტრმა "კარპატის" ფეხბურთელი ვერბნი გააძევა, ხოლო 87-ეზე პოლონელებს თამაშგარედან გატანილი გოლი ჩაუთვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული