ესტონეთის ჩემპიონატის პირველ ტურში "ფლორამ" ტალინში "ტულევიკი" ქართველი ფორვარდის ზაქარია ბეგლარიშვილის მიერ 45-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა.
ბეგლარიშვილი ესტონეთის ოთხგზის ჩემპიონია, გასულ სეზონში კი 33 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 23 საგოლე გადაცემა გააკეთა.