"ოლიმპიკთან" წაგებულ მატჩში ნიკა სანდოხაძემ პენალტი აიკიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინის ჩემპიონატზე "კარპატი" ლვოვში 0:3 დამარცხდა "ოლიმპიკთან". ამ შეხვედრის 45-ე წუთზე მასპინძელთა გუნდის ქართველმა მცველმა ნიკა სანდოხაძემ, რომელმაც მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, სტუმართა ნახევარმცველი რუსლან კისილი საკუთარ საჯარიმოში წააქცია, რაც ამ უკანასკნელმა ლამაზად "გააფორმა" და თერთმეტმეტრიანით დონბასელებმა გახსნეს ანგარიში.

63-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა ლვოველთა თავდამსხმელ ლეონიდ აკულინინს და ამის შემდეგ დონეცკელებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს.

"კარპატიში" შესვენებამდე ითამაშა ამბროსი ჩაჩუამ, ხოლო "ოლიმპიკში" შეუცვლელად მისმა 24 წლის კაპიტანმა ზაურ მახარაძემ. მახარაძე უკრაინის მოქალაქეა, კარგი მეკარეა, ქვეყნის ყველა ასაკობრივ ნაკრებში
ასპარეზობდა, თუმცა ეროვნული გუნდის ღირსება არასოდეს არ დაუცავს და არ იქნება ურიგო თუ მისი პერსონით საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობა დაინტერესდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული