პოლონეთის ექსტრაკლასას 28-ე ტურში შჩეცინის "პოგონის" მცველმა ლაშა დვალმა "ტერმალიკას" დუბლი შეუსრულა, ხოლო კელცეს "კორონას" თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ "გურნიკს" გოლიც გაუტანა და თერთმეტმეტრიანიც მოიპოვა. ორივე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.
ამავე ტურში პლოცკის "ვისლას" ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა "შლიონსკთან" შეხვედრაში პენალტი მოინადირა.
შეგახსენებთ, წინა ტურის სიმბოლურში გდინიას "არკას" ჰავბეკი ლუკა ზარანდია შეიყვანეს.