რამდენია კვირკველიას ხელფასი "ლოკომოტივში" - საბა მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგში

AutoSharing Option
საბა კვირკველია პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგში მოხვდა.

რუსულმა გამოცემა sports.ru-მ პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა.

რეიტინგში 59-ე ადგილზე მოსკოვის "ლოკომოტივის" ლიდერი საბა კვირკველია მოხვდა, რომელიც გამოცემის ინფორმაციით, წელიწადში 1.7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში, რომელიც 68 ფეხბურთელისგან შედგება და ფეხბურთელის მინიმალური წლიური შემოსავალი 1.5 მილიონი ევროა, "ლოკომოტივის" ერთბაშად 15 მოთამაშეა.

საუკეთესო ათეულში კი კვირკველიას ორი თანაგუნდელია. მე-2 ადგილზე 4.5 მილიონი ევროთი ხორვატი ლეგიონერი ვედრან ჩორლუკა გავიდა, მე-4 ადგილზე კი, 3.8 მილიონი ევროთი, მანუელ ფერნანდეშია.

ხოლო რეიტინგის პირველ
პოზიციას "ზენიტის" ლეგიონერი ლეანდრო პარედესი იკავებს, რომელიც წლიურად 5 მილიონ ევროს იღებს.

58-ე ადგილზე ასევე 1.7 მილიონი ევროთი მოსკოვის "სპარტაკის" მცველი გიორგი ჯიქია არის.

სხვა ქართველი ფეხბურთელები რეიტინგში არ მოხვდნენ.

საბა კვირკველიას სატრანსფერო ფასი, "ტრანსფერმარკტის" მიხედვით, 5.8 მილიონი ევროა. ამჟამად კვირკველია თბილისში იმყოფება და საქართველოს ნაკრებთან ერთად ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება.

გაიგეთ ვაკო ყაზაიშვილის ხელფასი 2017 წელს:


გაიგეთ, როგორი ხელფასებია საქართველოს ჩემპიონატში:
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
კვირკველიას უფრო მეტი ხელფასი ქონია ვიდრე საქართველოს ჩემპიონატის ყველა ფეხბურთელს ერთად და მერე კიდევ უკვირს ხალხს რატომ მიდიან ქართველი ფეხბურთელები ქართული გუნდებიდანო.
gio
21 მარტი 2018 18:20
2
ჯიქია თუ ქართველია მე მაშინ უცხოპლანეტელი ვარ, არააა ეგ ქართველი ან რანაირი ქართველია?
roma
21 მარტი 2018 17:55
8
ხო ეს გვარის ფუძეზე გამოკიდება ძაან გვეხალისება
სულ2
26 მარტი 2018 18:00
0
ჰმ.. საინტერესოა რომ ჯიქია მოხვდა ამ ჩამონათვალში სპარტაკიდან და ანანიძე არა..
ლევან
21 მარტი 2018 17:04
0
როდის უნდა მოვიცილოთ სხვისი ხელფასების გაგების მავნე ჩვევა?
არაეთიკურია, სხვა რომ არაფერი.
მკითხველი
21 მარტი 2018 15:21
3
რით ვერ გაიგეთ რომ ჯიქია არ არის ქართველი ფეხბურთელი, არააააააააააა!!!
valderrama
21 მარტი 2018 15:13
2
ნაქართველარი ხომ არის?!
N
21 მარტი 2018 17:43
1
Life ityvit Eaton ar midis evropahio
Ki
21 მარტი 2018 15:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული