ჯანო ანანიძეს რომში ოპერაცია გაუკეთეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს ჯანო ანანიძეს რომის "ვილა სტიუარტის" კლინიკაში ოპერაცია პროფესორმა პიერპაოლო მარიანიმ გაუკეთა - მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინა მყესის პლასტიკა.

ფეხბურთელის კლუბის, მოსკოვის "სპარტაკის" საიტი იტყობინება, რომ ქირურგიულმა ჩარევამ გართულებების გარეშე ჩაიარა.

სარეაბილიტაციო ღონისძიებების გასავლელად ჯანო გარკვეული პერიოდი კლინიკაში დარჩება. მას სავარაუდოდ 6 თვე მოუწევს უქმობა.

შეგახსენებთ, ჯანომ ტრავმა საქართველოსა და ლიტვის ნაკრებების ამხანაგური მატჩის მე-6 წუთზე მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჯანო მაგარი კაცი ხაარ.გისურვებ გამოჯამრტელებას,
davit
29 მარტი 2018 11:16
0
საქართველოს აღზევების პერიოდი დადგა...რაგბი,კალათბურთი,სუმო,ჭიდაობა და აგერ ფეხბურთის იმედიც გაჩნდა...მიყვარხართ ქართველებო...
ლევანი
29 მარტი 2018 10:38
0
ჯანო მაგარი ბიჭი ხარ,ჩვენი ქვეყნის პატრიოტი კაცი,ყოველთვის ჩამოდიხარ ნაკრების თამაშზე,გულით და სულით თამაშობ,ჩვენი გუნდის წამყვანი მოთამაშე ხარ,იმედია მალე დაგვიბრუნდები წინ კიდევ ბევრი გამარჯვებები გველის შენთან ერთად,პროფესიონალი ხარ და ამასაც გადავიტანთ.ქართველი გულშემატკივარი შენს გვერდით ვართ!!!
დდდ
29 მარტი 2018 10:24
0
ჯიგარი გულის და სულის ადამიანი ხარ,ჯამრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებ,გული არ გაიტეხო,რას იზამ ძმაო ქართველობა დიდი პასუხისმგებლობაა პირველ რიგში,ხომ გაგიგია ყველაზე რთული პროფესიაა კაცობა,ამ კაცურ პროფესიას რომ ემასახურები დიდი მადლობა ამისათვის,ეს საამაყოც კია რომ საქართველოს გამო მიიღე ტრამვა,ჩათვალე რომ ერთერთ ბრძოლაში დაიჭერი გმირულად!!!!!!!!!
ქუთაისელი
29 მარტი 2018 09:59
0
ჯანო ყველაფერი კარგად იქნება. გული არ გაიტეხო. ყველა შენს გვერდით არის. დარწმუნებული იყავი ამაში. შენ ძალიაან ჭირდები საქართველოს და უპირველესად მის საფეხბურთო ნაკრებს. ააბა ჰეეეე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
zaali
29 მარტი 2018 09:58
0
ყველაზე მაგარი ხარ, გამოჯამთელდი და ეგ იყოს ბოლო ტრამვა შენს კარიერაში!
დიმა
29 მარტი 2018 07:19
0
ჯანო გენაცვალე
გული არ გაიტეხო
ამასაც დაძლევ
გელოდებით ნაკრებში
ჩვენი ნაკრების გული და სული ხარ
უფალი გფარავდეს
rati
28 მარტი 2018 23:48
0
გამოჯანმრთელდი და დაგვიბრუნდი!მალე!
სოსო
28 მარტი 2018 23:16
0
ძალიან კარგი ხარ. ყველას გვიყვარხარ. გული არ გაიტეხო, მალე გამოჯანმრთელდი. წარმატებებს გისურვებს მთელი საქართველო.
alexandre
28 მარტი 2018 22:52
0
მალე გამოჯანმრთელებას, ფორმის აღდგენას და მწვანე მინდორზე დაბრუნებას გისურვებ.
Raiola
28 მარტი 2018 22:48
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული