ლაშა დვალმა "შლიონსკთან" მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის ექსტრაკლასას 29-ე ტურში ქართველი მცველის ლაშა დვალის "პოგონმა" შჩეცინში 3:2 დაამარცხა ვროცლავის "შლიონსკი". ამ შეხვედრაში ლაშამ საგოლე გადაცემა გააკეთა. მან ქვეყნის მიმდინარე პირველობის 26 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

"პოგონი" 31 ქულით სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა და 7 აპრილს ვარშავაში "ლეგიას" ხვდება.

ამავე ტურში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გიორგი მერებაშვილის "ვისლამ" პლოცკში 1:0 სძლია გივიცეს "პიასტს". გიორგი სასტარტო შემადგენლობაში იყო, 83-ე წუთზე შეცვალეს და გოლი მასპინძლებმა 87-ე წუთზე გაიტანეს.

"ვისლა" 46 ქულით მე-5 ადგილზეა და 7 აპრილს ბილოსტოკში ლიდერ "იაგელონიას" ესტუმრება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული