საქართველოს ნაკრების 27 წლის ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ ტრავმა მოირჩინა, გუნდთან ერთად ივარჯიშა და არაა გამორიცხული, 7 აპრილს სერია B-ს 34-ე ტურში "სპეციასთან" გასვლით მატჩში მიიღოს მონაწილეობა.
ლევანმა ტრავმა შარშან "მილანთან" შეხვედრაში მიიღო (გოლიც გაიტანა) და მას შემდეგ არ უთამაშია.
"ემპოლი" ჩემპიონატს 66 ქულით ლიდერობს და დიდი ალბათობით სერია A-ში დაბრუნდება.
რა ხალხი ხართ, აი ვერ ვხვდები-რა.