რატომ არ თამაშობს ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ჩეხეთის ჩემპიონატში?

AutoSharing Option
რატომ არ თამაშობს ირაკლი სიხარულიძე "სლოვაცკოში"? გასული სეზონის ეროვნული ლიგის ბომბარდირი, რომელმაც გასულ სეზონში 25 გოლი გაიტანა, ჩეხეთის ჩემპიონატში ჯერაც დებიუტის მოლოდინშია.

ქართველს თავდაპირველად ტრავმა ჰქონდა, მაგრამ გამოჯანმრთელების შემდეგაც მოედანზე არ გამოჩენილა.

Sportall.ge აღნიშნული თემით დაინტერესდა და სიხარულიძეს ჩეხეთში დაუკავშირდა.

- როგორ მიდის თქვენი კარიერა "სლოვაცკოში"?
- ჯერჯერობით არც ისე კარგად, რადგან თამაშის შესაძლებლობა არ მომცემია.

- რატომ არ გათამაშებენ?
- ეგ ჩემთვისაც გაუგებარია.

- რას გეუბნებათ გუნდის მწვრთნელი, არ გიხსნით მიზეზს?
- ამჟამად ამ თემაზე მეტის თქმა არ შემიძლია.

- როგორ ფიქრობთ, ამ ეტაპზე, იყო თუ არა შეცდომა თქვენი წასვლა საქართველოს ჩემპიონატიდან?
- რა თქმა უნდა, არა! ჯერ სულ 2 თვე გავიდა, რაც აქ ვარ და ადრეა რაიმე შეფასების გაკეთება.

- რას მოიმოქმედებს ირაკლი სიხარულიძე, თუ უახლოეს ტურებში თამაშის საშუალება კვლავ არ მიეცემა?
- როგორც ვთქვი, მეტს ვეღაფერს ვიტყვი...

- როგორც ვიცით, "სლოვაცკოს" მეორე გუნდში თამაშობთ. როგორ კონდიციებში ხართ ახლა?
- დიახ, ფორმის შესანარჩუნებლად მეორე გუნდში ვთამაშობ და ამ დროისთვის კარგ კონდიციებში ვარ.

- საქართველოს ნაკრებზე რომ გადავიდეთ, თქვენ ბოლო პერიოდში ნაკრებში შესანიშნავიდ იასპარეზეთ და მშვენიერი გოლიც გაიტანეთ. როგორ ფიქრობთ, ხომ არ დაგაკარგვინებთ ადგილს ნაკრებში ეს უთამაშებლობა?
- რა თქმა უნდა, გუნდში თამაშზე არის დამოკიდებული ნაკრებში მოხვედრის საკითხი. ამ ეტაპზე, რაც შემიძლია გავაკეთო, ის არის, რომ ადგილი დავიმკვიდრო შემადგენლობაში, რასაც მაქსიმალურად ვეცდები.

- ნაკრების სამწვრთნელო შტაბიდან თუ შეგეხმიანათ ვინმე?
- არავინ არ შემხმიანებია.

▶ ირაკლი სიხარულიძე ახალ გუნდზე: ფინანსებში სხვაობა არის, მაგრამ ძალიან მცირე
მკითხველის კომენტარები / 3 /
ფეხბურთში იმხელა კონკურენციაა რომ მართლა იღბლიანი უნდა იყო სხვა ყველაფერთან ერთად, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა წასულიყო თუ კალთებს ახევდნენ ხვეწნით..
Lagashi
17:25 19-04-2018
0
ღმერთმა ხელი მოუმართოს , მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ არჩევანში შეცდა , ეროვნული ლიგის ბომბარდირი ჩეხეთის აუცაიდერ თან უსახელო გუნდში არ უნდა წასულიყო ....
სიმართლე
15:47 19-04-2018
1

სიახლეები პოპულარული