ოფიციალურად: თემურ ფარცვანიამ "ოლიმპიკი" დატოვა

AutoSharing Option
ქართველმა მცველმა თემურ ფარცვანიამ დონეცკის "ოლიმპიკთან" კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

26 წლის ფეხბურთელი "ოლიმპიკში" ზამთარში დაბრუნდა და ჩემპიონატში 7 მატჩი ჩაატარა. საერთო ჯამში კი, ფარცვანიამ "ოლიმპიკის" მაისური 41-ჯერ მოირგო.

კლუბის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის თემურს თანამშრომლობისთვის და კარიერაში წარმატებას უსურვებს, - წერია საიტზე.

შეგახსენებთ, რომ კლუბის პრეზიდენტმა ფარცვანიას არაპატიოსან თამაშში დასდო ბრალი, რის შემდეგაც ფეხბურთელმა სიცრუის დეტექტორიც კი გაიარა. ამის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ აღარ სურს იქ გაჩერება, სადაც არ ენდობიან.

▶ არ
მინდა იქ დარჩენა, სადაც არ მენდობიან - თემურ ფარცვანიამ სიცრუის დეტექტორი გაიარა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული