ბელარუსმა მწვრთნელმა გიორგი ქანთარიას და საქართველოს შეურაცხყოფა მიაყენა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
pressball.by-ს ცნობით, ბელარუსის ჩემპიონატის მე6 ტურში "ისლოჩის" და "ნემანის" მატჩისას და მატჩის შემდეგ მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ვიტალი ჟუკოვსკიმ შეურაცხყოფა მიაყენა სტუმართა გუნდის 21 წლის მცველს გიორგი ქანთარიას.

მან ჩათვალა, რომ გიორგი განზრახ იდაყვით ტრავმა მიაყენა მისი გუნდის ნახევარმცველს ალეკსანდრ ხოლოდინსკის, ქართველის საცემრად მოედანზე გაიწია და ფეხბურთელებმა გააშველეს, ხოლო პრეს-კონფერენციაზე ქანთარია და საქართველო შეურაცხყო.

შემდეგ გაირკვა, რომ გიორგი დამნაშავე არ იყო და ჟუკოვსკიმ ვიდეომიმართვით ბოდიში მოიხადა. ადგილობრივი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ის მოუკრეფავში გადავიდა და ამისათვის ბოდიშის
მოხდა მოუწია.

ქანთარიამ კი განაცხადა, რომ ამაყია თავისი ქართველობით, უყვარს თავისი ქვეყანა და თავისი ხალხი და ბელარუსსაც პატივს სცემს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ჟუკოვსკია და შვანცკი, გამოექანოს ბელორუსიიდან და ზუგდიდში დასკდეს მთელ სამეგრელოს!
ვახო
14:24 15-05-2018
1
ვერ გავიგე რა შუაშია თავზე დაჯდომა? ვიღაცა ბელარუსელი თუ შიზოფრენიკია და რასისტი ეს მაგის პრობლემაა.
Ramzo
15:51 09-05-2018
0

სიახლეები პოპულარული