ზაურ მახარაძე მომავალ სეზონში ახალ კლუბში იასპარეზებს

AutoSharing Option
Football.ua-მ დონეცკის "ოლიმპიკის" მთავარი მწვრთნელის, რომან სანჟარის ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც მან საქართველოს ნაკრების ახალ მეკარე ზაურ მახარაძეზე ისაუბრა.

მისი თქმით, 25 წლის კარის დარაჯმა ლუგანსკის "ზორიასთან" წინასწარ შეთანხმებას მიაღწია და მახარაძე მომავალ სეზონში ამ კლუბში იასპარეზებს.

უკრაინის დასრულებულ ჩემპიონატში ლუგანსკური გუნდი მე-4 ადგილზე გავიდა და მომავალ სეზონში ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ მახარაძემ საქართველოს ნაკრებში თამაში რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტა და ის ვლადიმირ ვაისმა ამხანაგურ შეხვედრებშიც გამოიძახა.

▶ ზაურ მახარაძე: ბევრი ვიფიქრე, რომ ეს გადაწყვეტილება მიმეღო
▶ ua-football.com:
რატომ არ აღირსეს ზაურ მახარაძეს უკრაინის ნაკრებში გამოძახება?

მკითხველის კომენტარები / 1 /
რაუნდა ზორიაში 19 წლის ლუნინი დგას მანდ პასტაიანად სასტავში თან უკრაინის ნაკრების წევრია და მაგას სკამზე არავინ დასვავს. ცუდი გადაწყვეტილება მიიღო ძან.
მიქა
16:51 24-05-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული