საბა კვირკველია გულშემატკივრებმა რუსეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს

AutoSharing Option
Soccer.ru-მ გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და რუსეთის პრემიერლიგის 2017/18 წლების სიმბოლური ნაკრები გამოავლინა.

სიაშია საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველი საბა კვირკველიაც.

სიმბოლური ნაკრები კი ასე გამოიყურება:

იგორ აკინფეევი (ცსკა), მარიო ფერნანდეში (ცსკა), საბა კვირკველია (ლოკომოტივი), ანდრეას გრანკვისტი (კრასნოდარი), დომენიკო კრიშიტო (ზენიტი), ალექსანდრ გოლოვინი (ცსკა), ანტონ მირანჩუკი (ლოკომოტივი), კვინსი პრომესი (სპარტაკი), ალექსანდრ მირანჩუკი (ლოკომოტივი), ჯეფერსონ ფარფანი (ლოკომოტივი), ფიოდორ სმოლოვი (კრასნოდარი), მთ მწვრთნელი: იური სიომინი (ლოკომოტივი).

შეგახსენებთ, რომ საბა კვირკველია აქამდე არაერთ სიმბოლურში მოხვდა. ქართველი სიმბოლურ ნაკრებში უკვე შეიყვანეს ისეთმა გამოცემებმა,
როგორებიც Matchtv.ru, Sports.ru და Bombardir.ru არიან.

altოქროს ქართველი რუსეთში - რისთვის არის მზად საბა კვირკველია?

altZvezda-fc.ru-მ საბა კვირკველია პოსტსაბჭოთა წარმომადგენელ ფეხბურთელთა ნაკრებში შეიყვანა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული