პაპუნაშვილის "სარაგოსა" "ნუმანსიასთან" დამარცხდა და სეგუნდადივიზიონში დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსა" ლა ლიგაში გადასვლელი პლეი-ოფის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში საკუთარ მოედანზე "ნუმანსიასთან" 1:2 დამარცხდა და სეგუნდადივიზიონში დარჩა.

პირველი შეხვედრა "სარაგოსამ" სტუმრად 1:1 დაასრულა, შეეძლო მოეგო, მაგრამ მსაჯმა გიორგის ნაღდი პენალტი არ დაუდო.

დღევანდელი მატჩი მან შეუცვლელად ითამაშა და მეტოქის კარის დალაშქვრის ორი ჩინებული შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

ანგარიში 64-ე წუთზე "ნუმანსიამ" გახსნა, 79-ე წუთზე მასპინძლებმა საპასუხო გოლი გაიტანეს და როდესაც ყველას ეგონა, დამატებითი დრო დაინიშნებოდა, კომპენსირებულ დროში სტუმრებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს.

არადა, მთელი ქალაქი გამარჯვებისთვის ემზადებოდა, საზეიმო განწყობა იყო, "ლა
რომარედა" პირთამდე გაივსო და ...
მკითხველის კომენტარები / 16 /
თამაშს ვუყურე, მატჩის ანტიგმირი იყო პაპუ სამწუხაროდ! ორი ისეთ მომენტში აუკანკალდა ფეხები, რომ გაიწირა გუნდი...ესპსნელი მსაჯები ხო საერთოდ სხვა მოვლენაა, უამრავი მომენტი გაანიავა სარაგოსამ, სამწუხაროა..წარმატებები პაპუნაშვილს!
Chaachi
22:34 09-06-2018
1
კაი რა პაპუ რა. ორი ასპროცენტიანი მომენტი ვერ გამოიყენა.
giga
22:17 09-06-2018
0

სიახლეები პოპულარული