საბა კვირკველია: კონკრეტულად "ლესტერზეა" საუბარი, ყველაფერს მალე გაიგებთ!

AutoSharing Option
რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბა კვირკველიას ტრანსფერით ინგლისური "ლესტერია" დაინტერესებული.

ზოგიერთი გამოცემა კი წერს, რომ "მელიებმა" მოსკოველებს ოფიციალური წინადადებითაც მიმართეს.

Sportall.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად თავად საბა კვირკველიას დაუკავშირდა.

"რუსულ პრესაში ასე ჰაერზე არაფერი იწერება და რა თქმა უნდა, ამ დაინტერესებას არ უარვყოფ. რაღაც საუბრები იყო, მაგრამ დაზუსტებით ჯერჯერობით არაფერია ცნობილი და ჯერ კიდევ "ლოკომოტივის" ფეხბურთელი ვარ.

ყველაფერს სულ მალე გაიგებთ. კონკრეტულად რა და როგორ იქნება, უახლოეს მომავალში შეიტყობთ. ვიტყვი, რომ საუბრები მიდის კონკრეტულად "ლესტერში" ტრანსფერზე", - აღნიშნა კვირკველიამ.

alt"პორტსმუთის" ყოფილი

თანამფლობელი: "ლესტერის" მიერ კვირკველიას შეძენის ალბათობა 10%-ია

altИзвестия: საბა კვირკველიას 17 მილიონად შეძენას "ლესტერი" ცდილობს

მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები საბა! ყველაფერთან ერთად იასონ კვირკველიას მოგვარეც ხარ და ყველაფერთან ერთად ამის გამოც გვეიმედები!
saqartvelos rigiti moqalaqe
15:28 11-06-2018
0
ვგონებ ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლის შემდეგ რომ გადავიდეს აჯობებდა. თუმცა საბამ ყველაზე კარგად იცის როგორ უნდა იმოქმედოს. წარმატებები საბა!!!!!!!!!!!!
giga
16:18 11-06-2018
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული