კახა ცხადაძის კარიერა "ორდაბასში" მარცხით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ორდაბასიმ" ქართველი სპეციალისტის, კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით, სადებიუტო მატჩი გამართა.

სამწუხაროდ, "ორდაბასი" ყაზახეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩში სტუმრად "აქტობესთან" ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ სტუმართაგან ერთადერთი გოლი საქართველოს ნაკრების წევრმა ჯაბა ჯიღაურმა 44-ე წუთზე გაიტანა და მატჩი სრულად ჩაატარა.

"რა უნდა ვთქვა, რა თქმა უნდა, "აქტობეს" ვულოცავ, რომელმაც განსაკუთრებით მეორე ტაიმში ითამაშა კარგად, ჩვენ კი მეორე ნახევარი ცუდად ვითამაშეთ, განსაკუთრებით, თავიდან, როცა გოლი გავუშვით, რამაც იმოქმედა გუნდზე. ვცდილობდით გუნდის გამოცოცხლებას, მაგრამ არ გამოვიდა.

ბევრი უნდა ვიმუშაოთ. მოგეხსენებათ, ნახევარ დღეში რადიკალურად რამის შეცვლა
რთულია. შევეცდებით, ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად განვაწყოთ. ასეთი მარცხის შემდეგ უნდა ვუთხრათ მათ, რომ კარგი ფეხბურთელები არიან და შეცდომები დავანახოთ.

ამისთვის ვიმუშავებთ და შევეცდებით, საშინაო მატჩში გულშემატკივრები გავახაროთ. ჩემი ბიჭების იმედი მაქვს. ისინი კარგი ფეხბურთელები არიან, ბევრი უნდა ვიმუშაოთ და წარმატებას მივაღწევთ", - თქვა ცხადაძემ მატჩის შემდეგ.

Sportall.Ge

შეხვედრის შემდეგ კომენტარი ჯაბა ჯიღაურმაც გააკეთა.

"პირველი ტაიმი ნორმალურად ჩავატარეთ, გოლი გავიტანეთ. მეორე ტაიმი ცუდად დავიწყეთ. მალევე გოლი გავუშვით, კონცენტრაცია დავკარგეთ და საბოლოოდ 1:3 წავაგეთ. დასკვნებს გავაკეთებთ, შეცდომებს გამოვასწორებთ და მუშაობას გავაგრძელებთ", - აღნიშნა ჯიღაურმა.

მომზადებულია fcordabasy.kz-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
უფრო გაპიარებული მწვრთნელია ცხადაძე! საქართველოში გაცილებით ძლიერი მწვრთვნელია ფრუიძე,დევდარიანი,კაჭარავა,გეგუჩაძე და სხვები!
gigo
12:27 19-06-2018
0
რა არის სამწუხარო და ვისთვის? პირდაპირ ეროვნული ტრაგედიაა რომ ცხადაძის გაწრთვნილმა უსახურმა ყაზახურმა გუნდმა ვერ მოიგო.იმ ცხადაძის რომელიც ლამის ეხვეწებოდა ყაზახებს რომ ნაკრების მწვთნელად დაენიშნათ და ქართველებისთვის მოეგო ასევე სიამაყით წერდა რომ არც კი განიხილავდა ქარტული კლუბის გაწრთნას.
tarasi
15:18 18-06-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული