ოფიციალურად: ირაკლი სიხარულიძე "რიგასში" გადავიდა

AutoSharing Option
27 წლის ქართველი ფორვარდი ლატვიის ჩემპიონატის ლიდერ "რიგასში" ოფიციალურად გადავიდა.

მან კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა და სურვილის შემთხვევაში, მხარეები ხელშეკრულებას 1 წლით გაახანგრძლივებენ.

ლატვიის პრესა სიხარულიძის შესახებ წერს, რომ მან თითქმის მთელი კარიერა ქართულ კლუბებში გაატარა.

2017 წელს ის 25 გატანილი გოლით ეროვნული ლიგის ბომბარდირიც გახდა.

სიხარულიძეს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2017 წელს ჰქონდა და ორ შეხვედრაში ითამაშა, ერთ მატჩში კი კვიპროსის წინააღმდეგ გოლიც გაიტანა.

2017 წელს 27 წლის შემტევი ჩეხეთის კლუბ "სლოვაცკოში" გადაბარგდა, თუმცა არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია და
გუნდთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

რაც შეეხება "რიგასს", კლუბი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობს და ლატვიის ჩემპიონატის დაწყებიდან 13 ტურში 34 ქულით პირველი პოზიცია უკავია.

გუნდს 34 გატანილი და 10 გაშვებული ბურთი აქვს. ბოლო მატჩი ლატვიის თასზე კი სულაც ანგარიშით 15:0 მოიგო.

აქვე გეტყვით, რომ "რიგასის" რიგებში, სიხარულიძის გარდა, კიდევ ორი ქართველი, ლაშა შერგელაშვილი და ბექა ვაჩიბერაძე ირიცხებიან.

altექსკლუზივი: ირაკლი სიხარულიძე ახალ კლუბთან დღეს მოაწერს ხელს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული