- თქვენ უკრაინაში დაიბადეთ, ძნელი იყო საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილების მიღება?
- ვფიქრობდი, მაგრამ როდესაც კონკრეტული წინადადებით მომმართეს, დიდხანს აღარ მიფიქრია და დავთანხმდი.
- შეკრებაზე მიგიწვიეს, თუმცა არ გითამაშიათ. რატომ?
- ფიფადან ჯერ ოფიციალური ნებართვა არ მოსულა და თამაშის უფლება არ მქონდა. ამიტომ ჩემი დებიუტი გადაიდო. ფიფა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებოდა და ალბათ, ამიტომ ვერ მომისწრეს დოკუმენტების გაფორმება. მითხრეს, რომ არანაირი პრობლემა არ მექნება.
- "ზორიაში" ადაპტაცია გაიარეთ?
- თითქმის.
- გუნდი ახალი სეზონისთვის მზადაა?
- ალბათ. ამას ჩემპიონატის დასაწყისი გვაჩვენებს. ისე, კარგი შეკრება გავიარეთ.
ზაურ მახარაძე: საქართველოს ნაკრებში ყველაფერი სოლიდური და ძალიან საინტერესოა
ua-football.com: რატომ არ აღირსეს ზაურ მახარაძეს უკრაინის ნაკრებში გამოძახება?