
პირველ მატჩში, რომელიც სამარელებმა გერმანიის მე-2 დივიზიონის გუნდ "ჰაიდენჰაიმთან" ნულოვანი ფრით დაასრულეს, კარში ევგენი კონიუკოვი იდგა.
მეორე შეხვედრაში კი უკვე რუსული კლუბი ასევე გერმანიის მე-2 დივიზიონის წარმომადგენელ "აუეს" დაუპირისპირდა და 1:5 განადგურდა.
ამ მატჩში სრულად ითამაშა საქართველოს ნაკრების კარის დარაჯმა გიორგი ლორიამ.
შეგახსენებთ, რომ ის გასულ სეზონში "ანჟიში" იყო განათხოვრებული.
გიორგი ლორია "კრილია სოვეტოვში" დაბრუნდა და ახალი კონტრაქტი გააფორმა