"გენტში" ქართული ტრიო იშლება - გიორგი ბერიძე მეორე გუნდში გადაიყვანეს

AutoSharing Option
"გენტის" მთავარმა მწვრთნელმა ივ ვანდერჰაგემ განაცხადა, რომ კლუბმა 6 ფეხბურთელი სავარჯიშოდ მათ მეორე გუნდში გაუშვა.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ სიაში 21 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ბერიძეც მოხვდა, რომელმაც გასული წელი იჯარით "ტრენჩინში" გაატარა.

"გენტის" დამრიგებელმა აღნიშნა, რომ ამ 6 ფეხბურთელს სეზონის ნახევარი ჩაუვარდებათ, ამიტომ მათ შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ, ან თავიანთ შანსს დაელოდნონ.

შეგახსენებთ, რომ ბელგიურ კლუბში კიდევ ორი ქართველი, გიორგი ქვილითაია და გიორგი ჩაკვეტაძეც ირიცხებიან.

"გენტი" დღეს ბელგიის ჩემპიონატის მე-2 ტურში საკუთარ მოედანზე "ვარეგემს" უმასპინძლებს.

alt"გენტი" ბელგიის ჩემპიონატის

სტარტზე დამარცხდა, ჩაკვეტაძემ საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
ისევ გაანათხოვრონ აჯობებს, გენტის ძირითად შემადგენლობაში ამ სეზონში სავარაუდოდ ვერ მოხვდება.
dato
14:16 04-08-2018
0
ისევ ტრენჩინში გაუშვან ა,...
დ.ვ
14:57 04-08-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული