ოთარ კიტიეიშვილმა "შტურმში" პირველად ითამაშა

AutoSharing Option
გრაცის "შტურმში" ახლახან თბილისის "დინამოდან" გადასული ნახევარმცველის ოთარ კიტეიშვილის დებიუტი შედგა.

"სენტ პოლტენთან" ავსტრიის ბუნდესლიგის მესამე ტურში, გასვლით მატჩს 8 000-იან სტადიონზე 3 450 მაყურებელი დაესწრო და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა 2:0.

ოთარი 68-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე თავდამსხმელ ლუკაშ გროზურეკის ნაცვლად.

"შტურმი" 6 ქულით მესამე ადგილზეა და 19 აგვისტოს, შემდეგ ტურში "ალტახს" მასპინძლობს, იქამდე კი 16 აგვისტოს ევროპა ლიგის მესამე ეტაპის განმეორებით შეხვედრას ლარნაკაში აეკ-თან გამართავს. პირველ მატჩში გრაცული გუნდი მოულოდნელად 0:2 დამარცხდა.

altოთარ კიტეიშვილს "შტურმმა" ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული