სასიამოვნოა, რომ სიაში მოხვდა საქართველოს ნაკრებისა და "ემპოლის" ფორვარდი ლევან მჭედლიძე.
"ლევან მჭედლიძის სახელი, ალბათ, ბევრს არაფერს გეუბნებათ, მაგრამ ის "ემპოლის" ერთგული ფეხბურთელია.
მას შემდეგ, რაც ის საქართველოდან ტოსკანაში გადმობარგდა, კლუბი მხოლოდ მცირე პერიოდით დატოვა, როდესაც "პალერმოში" იჯარით იმყოფებოდა.
10 წლის განმავლობაში მან 152 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 20 გოლი გაიტანა", - წერია საიტზე.
შეგახსენებთ, რომ მჭედლიძეს გასული სეზონი სრულიად გაუცდა და მან ტრავმა მცირე ხნის წინ მოირჩინა.
ლევან მჭედლიძემ 1 წლისა და 3 თვის შემდეგ პირველად ითამაშა
ოფიციალურად: "ემპოლიმ" ლევან მჭედლიძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
იტალიური მედია მსჯელობს: რაში სჭირდება "ემპოლის" ლევან მჭედლიძე?