ვაკო გვილიამ და "ლუცერნმა" ჯავრი "გლანდზე" იყარეს

AutoSharing Option
"ლუცერნმა" შვეიცარიის თასის 1/32 ფინალში სტუმრად გაანადგურა სამოყვარულო "გლანდი" 9:1 და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ეს სეზონი "ლუცერნმა" ძალიან ცუდად დაიწყო, შვეიცარიის ჩემპიონატზე 4 ტურის შემდეგ 3 ქულით ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზეა, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი საბერძნეთის "ოლიმპიაკოსმა" სძლია (4:0, 3:1). ჰოდა, ჯავრი სამოყვარულო "გლანდზე" იყარეს.

გლანდში ამ მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, 1 000-იან სტადიონზე თამაშს 1 450 მაყურებელი დაესწრო და ერთი გოლი მასპინძლებს ვაკო გვილიამ გაუტანა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს.

ჩემპიონატის მორიგ შეხვედრას "ლუცერნი"
26 აგვისტოს" სტუმრად "სენტ გალენთან" გამართავს.

altვაკო გვილიას გოლმა "ლუცერნი" "იანგ ბოიზთან" წაგებას ვერ გადაარჩინა [VIDEO]

altგვილია ძირითად შემადგენლობაში ათამაშეს და "ლუცერნმა" 2 წაგების შემდეგ გაიმარჯვა [VIDEO]

altთამაშის შემქმნელი - გამოცემა Tagblatt.ch ვაკო გვილიას დაბრუნებას ეხმაურება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული