ვაკო ყაზაიშვილის მორიგმა გოლმა "სან ხოსე" მარცხისგან ვერ იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 2 სექტემბერს თბილისის დროით 06:00 საათზე მლს-ის 27-ე ტურში "ვანკუვერმა" ქართველების "სან ხოსე" 2:1 დაამარცხა.

ორივე ჩვენებური ვაკო ყაზაიშვილიც და გურამ კაშიაც ძირითად შემადგენლობაში იყო. უპირატესობას მასპინძელი გუნდი ფლობდა, რაც 22-ე წუთზე გოლად დავისმა აქცია, ხოლო 78-ე წუთზე მაზქუიდამ სხვაობა ორამდე გაზარდა.

შეხვედრის მიწურულს, როცა უკვე დამატებითი დრო მიდიოდა, "სან ხოსემ" კუთხური მოიპოვა, ჩაწოდებას შედეგი არ მოჰყოლია, თუმცა ბურთი იუეილის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც ყაზაიშვილს კარგი პასი გაუკეთა, ჩვენებურმა კი მცველების დაუდევრობით ისარგებლა და ამ სეზონში რიგით მეცხრე გოლი მიითვალა.

27 ტურის შემდეგ "სან ხოსე" კონფერენციაში 20 ქულით ბოლო ადგილზეა.

altვაკოს დუბლი და საგოლე გადაცემა - ქართველის სუპერმატჩი ამერიკაში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
ძააLიან ცუდი დაცვა ყავს...
Vasili
11:47 02-09-2018
1
რა უბედურებაა, ასეთი ბანძი გუნდია რომ არაფერი შველის? სხვა ადგილობრივ გუნდებში მაინც გადავიდნენ. რავა ყველა მაჩანჩალა ქართველებმა უნდა იპოვონ!?
fero
11:02 02-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული