გიორგი მერებაშვილმა "იაგელონიასთან" მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-7 ტურში "ვისლა" პლოცკში "იაგელონიას" დაუზავდა და ამ შეხვედრაში საგოლე გადაცემა მასპინძელთა გუნდის ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა გააკეთა.

შეხვედრას 12 798-იან სტადიონზე 6 211 მაყურებელი დაესწრო და ანგარიში 23-ე წუთზე რიკარდინიომ გიორგის გადაცემით გახსნა, მაგრამ შესვენების შემდეგ სტუმრებმა საპასუხო გოლი გაიტანეს და ფრეს მიაღწიეს.

"ვისლა" 6 ქულით მე-12 ადგილზეა და 15 სექტემბერს "მიედზ ლეგნიცას" მასპინძლობს.

მერებაშვილი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ერთა ლიგაზე ორი უახლოესი მატჩისთვის გამოიძახა.

altგიორგი მერებაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული