ავთო ებრალიძე: მჯერა, რომ დადგება ისევ ის დრო, როცა ნაკრებში დამიძახებენ

AutoSharing Option
ავთო ებრალიძე პორტუგალიის უმაღლესი ლიგის გუნდის, "ჩავესის" ღირსებას იცავს. მან ახალ გუნდში ექვსი მატჩის ჩატარება მოასწრო.

ჩვენ ქართველ ფეხბურთელს პორტუგალიაში დავუკავშირდით და საკლუბო-სანაკრებო თემებზე ვესაუბრეთ:

- "ჩავესში" ძირითადი შემადგენლობის წევრი ხარ. როგორ შეაფასებდი შენს ახალ კლუბს და მიმდინარე სეზონს?
- სამი თვე გავიდა, რაც "ჩავესში" ვარ. ჯერ კიდევ შეგუების პერიოდი მაქვს - ახალი ქალაქი, ახალი ხალხი. ძალიან კარგი გუნდია, ყველაფერი შესანიშნავ დონეზეა. სეზონი ცოტა ცუდად დავიწყეთ, მაგრამ ბოლო მატჩებში შედეგიანობა გამოვასწორეთ, კარგ შეხვედრებს ვატარებდით და გვჯერა, რომ კარგი სეზონი გამოგვივა.

ჩემი
გეგმაა, რომ მაქსიმალურად წარმატებული სეზონი გამომივიდეს და ბევრი სათამაშო დრო მქონდეს. რაც მთავარია, ტრავმების გარეშე ჩავატარო სეზონი, გუნდს დავეხმარო და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად წარიმართება.

- პორტუგალიის ჩემპიონატში კიდევ ორი ქართველი თამაშობს. თუ გაქვს მათთან კონტაქტი? როგორ შეაფასებდი მათ ასპარეზობას ჩემპიონატში და რა დამოკიდებულებაა მათ მიმართ?
- იმედი მაქვს, სამივეს კარგი სეზონი გვექნება, რადგან ამით შევძლებთ პორტუგალიაში სახელი გავუთქვათ ქართველებს. გიორგი მაკარიძეს კარგად ვიცნობ, გიორგი არაბიძეს ჯერ არ შევხვედრივარ.

მაგრამ არაბიძეზე რაც შემიძლია ვთქვა - ვგულშემატკივრობ, ის ყველას ძალიან მოსწონს აქ და დიდი მომავალი აქვს. ვიცი, რომ თავს გამოიჩენს და მალე უფრო დიდ გუნდში მოხვდება.

მაკარიძე რამდენიმე წელია პორტუგალიაში. მას ყველა იცნობს და მოსწონთ. ის ერთ-ერთი ადგილობრივი გრანდის მეკარეა. გიორგი მაღალი დონის მეკარეა და პორტუგალიაში ქართველებს კარგი სახელი გვაქვს. მინდა, ეს სეზონი წარმატებულად ჩავატაროთ სამივემ, რათა ხელი შევუწყოთ ინტერესს ქართველი ფეხბურთელებისადმი.

- ბოლო პერიოდში გახშირდა იმაზე საუბარი, რომ ავთო ებრალიძე უნდა დაბრუნდეს ნაკრებში. იყო თუ არა რამე სახის ინტერესი შენ მიმართ ნაკრების მხრიდან?
- კი, ნამდვილად გახშირდა. ალბათ, იმიტომ, რომ პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში ვთამაშობ. აქ უკვე სხვა დონეა. ჩემი აზრით, იციან ჩემ შესახებ და მწვრთნელი იღებს გადაწყვეტილებას. მჯერა, რომ დადგება ისევ ის დრო, როცა ნაკრებში დამიძახებენ.

ადრეც და ახლაც ვფიქრობდი ნაკრებში მოხვედრაზე. მიზანი არის, რომ ნაკრებში რაც შეიძლება ხშირად მოვხვდე და წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო. პროფესიონალურად ვუდგები საქმეს. თუ დამიძახებენ, აუცილებლად მზად ვიქნები.

- საქართველოს ნაკრებმა ორი ოფიციალური შეხვედრა ითამაშა ერთა ლიგაზე. როგორ შეაფასებდი ამ მატჩებს?
- ჩვენს ჯგუფს რომ გადავხედოთ, რა თქმა უნდა, ფავორიტები ვართ. ყველა იტყვის, რომ ადვილად უნდა გავიდეთ, თუმცა მარტივი და ადვილი მეტოქე არ არსებობს. ორივე შეხვედრა მაღალ დონეზე ჩავატარეთ, მაქსიმალური კონცენტრაციითა და რაც მთავარია, იმის რწმენით, რომ ფავორიტები ვართ. მომეწონა ნაკრების ასპარეზობა და ნამდვილად ეტყობა უკეთესობა.

ჩემი აზრით, ერთა ლიგის მოგების კარგი შანსი გვაქვს. არის ერთი-ორი ნაკრები, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაგვიწიოს, თუმცა უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენ ვიქნებით ის გუნდი, რომელიც შემდეგ ეტაპზე გავა.

alt2 მატჩში 6 ქულა ავიღეთ? ავიღეთ - აბა, რით ვართ უკმაყოფილოები?

მკითხველის კომენტარები / 12 /
აი ეს არის პატრიოტიზმი და მიდგომა. მარტო მის წარმატებაზე არ ფიქრობს, მისი წარმატებით სხვას გაიხსნას გზა ფიქრობს. გენაცვალე ავთო მაგ კეთილ გულში
Zezva
16:47 15-09-2018
0
ძალიან მიკვირს და ვერანაირ ახსნას ვერ ვუძებნი, რატომ არუნდა დაუძახო ამ კაცს ნაკრების 23 კაციან განაცხადში. ავთო წლებია უკვე პორტუგალიის არც თუ დაბალ ჩემპიონატში სტაბილურად თამშობს. დღეისათვის ნაკრები არ არის განებივრებული ამ დონის ფეხბურთელებით. ძალიან საწყენია, იმსახურებს ეს ბიჭი ნაკრებს.
ჯიღაურს აღარ ჯობია კაცო?? (არაფერი პირადული)
giga
16:58 15-09-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული