ლეგიონის უქმეები: ქართველების 8 გოლი და 2 საგოლე გადაცემა [VIDEO]

AutoSharing Option
გასული უქმეები ქართველი ლეგიონერებისთვის ნაყოფიერი გამოდგა. გთავაზობთ ქართველი ფეხბურთელების მატჩების მიმოხილვას.

ავსტრია
ოთარ კიტეიშვილის "შტურმმა" გასვლით მატჩში "ადმირა" 3:2 დაამარცხა. კიტეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს.

რანგით მეორე ლიგაში "კაპფენბერგი" "ლაფნიცს" ესტუმრა და 5:1 დამარცხდა. სტუმართა შემადგენლობაში ლევან ელოშვილი მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა შეხვედრის მიმდინარეობაში ცვლილებები არ შეუტანია.

აშშ
გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის "სან ხოსე" დასავლეთ კონფერენციის ლიდერ "კანზას სიტისთან" 1:5 განადგურდა. კაშიამ 90 წუთი ითამაშა, ყაზაიშვილი 73-წუთზე შეცვალეს.

ბელგია
ქართველების "გენტი" შინ მოულოდნელად "სტრუიდენთან" 1:2
დამარცხდა. გიორგი ჩაკვეტაძემ 90 წუთი ითამაშა, ხოლო, როგორც იცით, გიორგი ქვილითაია ტრავმირებულია.

ბელორუსი
გიორგი ნავალოვსკიმ მინსკის "დინამოში" სრული მატჩი ჩაატარა. მისი გუნდი "შახტიორს" სტუმრად ფრედ, 0:0 ეთამაშა.

რაც შეეხება "ნემანს", სადაც გიორგი ქანთარია ასპარეზობს, მისმა გუნდმა "ისლოჩი" 6:0 გაანადგურა. ჩვენებურმა მცველმა შეხვედრა სრულად ჩაატარა და ყვითელი ბარათიც მიიღო.

გერმანია
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბ ბერლინის "უნიონში" 90 წუთი ითამაშა აკაკი გოგიამ. "უნიონი" "დუისბურგს" დაუზავდა - 2:2. ერთი გოლი გოგიას ანგარიშზეა.

დანია
"ესბიერგმა" "ოდენსე" 2:0 დაამარცხა. ლაშა პარუნაშვილმა მასპინძლების შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა.

რაც შეეხება "რანდერსს", სადაც საბა ლობჟანიძე თამაშობს, მისი გუნდი "ნორდსიელენდს" ესტუმრა და 1:4 განადგურდა. ჩვენებურს თამაში არ წაუვიდა და 61-ე წუთზე შეცვალეს.

ესპანეთი
"ლუგო" "ოვიედოს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. გიორგი აბურჯანიამ სტუმართა შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა.

მარცხი იწვნია გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსამაც", რომელიც "ალმერიას" ესტუმრა და შეხვედრა 1:2 წააგო. პაპუნაშვილი მინდორზე 59-ე წუთზე შეიყვანეს.

ესტონეთი
ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორა" "ნარვას" ფრედ, 2:2 ეთამაშა. შეხვედრაში პირველი გოლი ქართველმა შემტევმა გაიტანა. მას მიმდინარე სეზონში 22 გოლი დაუგროვდა.


ესტონეთში კიდევ ერთი ქართული გოლი გავიდა: გეგი კეკუამ "პარნუს" შემადგენლობაში "კურესაარეს" დუბლი შეუსრულა. მისმა გუნდმა აღნიშნული შეხვედრა 3:1 მოიგო.


იტალია
ლევან მჭედლიძის "ემპოლი" "ლაციოსთან" 0:1 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი განაცხადშიც არ ყოფილა.

ლატვია
ქართველების "რიგასი" "ლიეპაიას" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ნიკა სანდოხაძემ და ლაშა შერგელაშვილმა შეხვედრა სრულად ჩაატარეს, ბექა ვაჩიბერაძემ 57 წუთი ითამაშა და ირაკლი სიხარულიძე სათადარიგო გახლდათ.

გურამ ლუკავას "იელგავა" "ვალმიერას" ესტუმრა და 4:1 მოიგო. ლუკავამ 90 წუთი ითამაშა. მან შეხვედრის 74-ე წუთზე პენალტიც გაიტანა.


ნორვეგია
ოთარ ჯავაშვილმა 90 წუთი ითამაშა "ფლორიოს" შემადგენლობაში. მისი გუნდი "სანდნესთან" 1:3 დამარცხდა.

პოლონეთი
გიორგი მერებაშვილის "პლოცკი" "ლეგნიცას" ფრედ, 2:2 ეთამაშა. ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს.

ლუკა ზარანდიას გდინიას "არკა" "პიასტს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ზარანდია ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს.

ლაშა დვალის "პოგონი" "კორონას" 1:1 დაუზავდა. ქართველმა მცველმა საგოლე გადაცემა გააკეთა. სტუმართა შემადგენლობაში ვატო არველაძე მეორე ტაიმში გამოჩნდა.


რანგით მეორე ლიგაში გუგა ფალავანდიშვილის "პოძებისკიე" "ტიხის" ესტუმრა და 2:2 ეთამაშა. ფალავანდიშვილმა შეხვედრა სრულად ჩაატარა.

პორტუგალია
ავთო ებრალიძის "ჩავესი" "პორტუს" ესტუმრა და 1:1 დაუზავდა. ქართველი ფეხბურთელი მინდორზე 72-ე წუთზე შევიდა და ქართველის აქტიურობის შედეგად ჩვენებურის გუნდმა გაათანაბრა.


გიორგი არაბიძის "ნასიონალი" "სეტუბალს" ფრედ, 3:3 ეთამაშა. არაბიძე სათადარიგო გახლდათ.

რუსეთი
საბა კვირკველიას "ლოკომოტივი" "დინამოს" ფრედ, 1:1 ეთამაშა. კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა.

"უფა" სტუმრად ცსკა-სთან 0:3 დამარცხდა. სტუმართა შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა ჯიმი ტაბიძემ.

"არსენალმა" შინ "კრილია სოვეტოვი" 4:0 გაანადგურა. მასპინძელთა შემადგენლობაში 90 წუთი იასპარეზა გია გრიგალავამ.

"კრასნოდარი" "ანჟის" ესტუმრა და 4:0 გაანადგურა. სტუმართა შემადგენლობაში განაცხადში გამოჩნდა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელსაც არ უთამაშია.

საფრანგეთი
მეორე ლიგაში ჯაბა ჯიღაურის "გრენობლმა" "ვალენსიენს" 4:2 მოუგო. ჯიღაური სათადარიგო გახლდათ.

ნასიონალ ლიგაში ამირან სანაიას "როდეზმა" "დიუნკერკი" 2:1 დაამარცხა. ჩვენებურმა შეხვედრა სრულად ჩაატარა.

სლოვაკეთი
ქართული დაპირისპირება შედგა სლოვაკეთში. ტრნავის "სპარტაკი" "ჟილინასთან" 1:2 დამარცხდა. მასპინძელთა შემადგენლობაში დავით სხირტლაძემ 55 წუთი ითამაშა, ვახტანგ ჭანტურიშვილი განაცხადში არ ყოფილა. სტუმართა შემადგენლობაში განაცხადში არ ყოფილა გიორგი თევზაძე.

უკრაინა
ლუკა კობერიძის "დესნამ" "არსენალი" 1:0 დაამარცხა. ჩვენებური მოედანზე 64-ე წუთზე შეიყვანეს.

"შახტარმა" "ოლექსანდრია" 2:0 დაამარცხა. დონეცკურ კლუბში დავით ხოჭოლავამ 90 წუთი ითამაშა.

"ვორსკლამ" "კარპატი" 1:0 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა სანდრო კობახიძემ. ანდრო გიორგაძე სათადარიგო იყო.

ზაურ მახარაძის "ზორია" კიევის "დინამოს" ფრედ, 1:1 ეთამაშა. ქართველი მეკარე ძირითად შემადგენლობაში გახლდათ.

უნგრეთი
ბაჩანა არაბულის "პუშკაშის აკადემიამ" "მოლ ვიდი" 2:1 დაამარცხა. ჩვენებურს თამაში არ წაუვიდა და 49-ე წუთზე შეცვალეს.

გიორგი ბერიძის "უიპეშტმა" "დებრეცენი" 1:0 დაამარცხა. ბერიძე 66-ე წუთზე შეცვალეს.

ფინეთი
გიორგი გოროზიას "როვანიემ" სტუმრად "კემი" 2:0 დაამარცხა. ჩვენებურმა მატჩი სრულად ჩაატარა.

შვედეთი
გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგი" შინ "ელფსბორგს" 2:2 დაუზავდა. შეხვედრაში ბოლო გოლი ხარაიშვილმა პენალტით გაიტანა და მან სრულად ჩაატარა შეხვედრა.


რანგით მეორე ლიგაში ზურაბ ცისკარიძის "ესკლისტუნა" "ჰელსინგორს" დაუზავდა - 0:0.

შვეიცარია
ვაკო გვილიასა და ოთარ კაკაბაძის "ლუცერნი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა. ქართველთა გუნდმა ძირითად დროში ფრე, 2:2 ითამაშა და პენალტების სერიაში 5:4 მოიგო. გვილია მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა და ერთი პენალტი მის ანგარიშზეა, ხოლო კაკაბაძე 71-ე წუთზე შევიდა მოედანზე და ერთი გოლი მისი გადაცემით გავიდა.


ხორვატია
გიორგი მჭედლიშვილის "გორიცა" ზაგრების "დინამოს" დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. მჭედლიშვილი კარგად გამოიყურებოდა. მან ამ შეხვედრაში ყვითელი ბარათიც მიიღო.

უზბეკეთი
კახა მახარაძის "ლოკომოტივი" "მეტალურგს" ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო.

შოთა არველაძის "ფახთაქორი" "ნავბახორს" ესტუმრა და 3:3 ეთამაშა.

ყაზახეთი
"ყიზილ ჟარი" "ირტიშს" ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. სტუმართა შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა გიორგი ფოფხაძემ. შოთა გრიგალაშვილი 69-ე წუთზე შეცვალეს.

"ტობოლი" "ჟეტისუს" დაუპირისპირდა და შეხვედრა 2:2 დასრულდა. მასპინძელთა შემადგენლობაში გოლი ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა და 56-ე წუთზე შეცვალეს. ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა. რაც შეეხება სტუმართა შემადგენლობას, ლაშა კასრაძემ შეხვედრა სრულად ჩაატარა.


კახა ცხადაძის დამოძღვრილი "ორდაბასი" "აკტობეს" 0:0 ეთამაშა.

altaftonbladet.se: გიორგი ხარაიშვილით "აიაქსი" დაინტერესდა

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს ხოჭოლავა სასტავშია სულ და ნაკრებში რატო გამოყავს ორი წუთით?
დროა ეგ საბას შეუწყვილოს,კაშია მაინც დაამთავრებს მალე კარიერას
ვალო
16:07 17-09-2018
3
რას ერჩიან ამ ბეგლარაშვილს?სუსტ ჩემპიონატში არისო და სუსტ ჩემპიონატში სტაბილურად მოთამაშე არ ჯობია ძლიერ ჩემპიონატში სკამზე მჯდომ და უთამაშებელ ფეხბურთელს?
euhh
15:10 17-09-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული