დავით ხოჭოლავა: შედეგი კანონზომიერია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ჰოფენჰაიმთან" ნამატჩევს (2:2) კომენტარი "შახტარის" მცველმა დავით ხოჭოლავამ გააკეთა.

"საშინლად ჩატარებული პირველი ტაიმიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ქულა მოვიპოვეთ. შედეგი კანონზომიერია. დიდი ძალებით გვიტევდნენ, ხანდახან დაცვაში რიცხობრივ უმცირესობაში ვრჩებოდით. ბევრი თავისუფალი ზონები დავუტოვეთ. "ჰოფენჰაიმი" ძალიან კარგი გუნდია და ვიცოდით, ბევრი ბრძოლა იქნებოდა. მათ ტანმაღალი მცველები ჰყავთ.

პირველ ტაიმში კარგად ვერ ვითამაშეთ, მეორე ტაიმში კი ხასიათის სიმტკიცე გამოვავლინეთ. ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ.

ვფიქრობ, ჩვენს ჯგუფში უკანასკნელ ტურამდე არაფერი არ გადაწყდება".

altჩემპიონთა ლიგა. I ტური: ხოჭოლავას "შახტარი" "ჰოფენჰაიმთან" წაგებას გადაურჩა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგად ითამაშა დავითმა. თქვენ რას ფიქრობთ არ ვიცი, მაგრამ შახტარი ჩემი აზრით ყველაზე ძლიერი გუნდია სადაც ქართველი ლეგიონერები თამაშობენ. ძალიან ლამაზ კომბინაციურ შემტევ ფეხბურთს თამაშობს ეს გუნდი. რათ უნდა თქმა რომ გერმანიის მეოთხე ადგილოსანი გუნდი შახტარზე უფრო მაღალი დონის იქნება, მაგრამ შახტარს უკან არ დაუხევია და მაგრად ეომა ჰოფენჰაიმს. გაცილებით ლამაზ ფეხბურთს თამაშობს ვიდრე მოსკოვის ლოკომოტივი!
kika
10:47 20-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული