სანდრო კობახიძემ "ზორიასთან" მატჩში მხარი ამოიგდო

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის მე-9 ტურში, "ზორიასთან" მოგებული მატჩის (2:1) 43-ე წუთზე ტრავმა მიიღო "ვორსკლას" ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ და შეცვალეს.

"გავიმარჯვეთ, მაგრამ სამწუხაროდ, დანაკარგი გვაქვს. კობახიძემ ტრავმა მიიღო, მხარი ამოუვარდა. ორი კვირა გაუცდება, შეიძლება მეტიც", - განცხადა პოლტავური გუნდის მწვრთნელმა ვასილი საჩკომ.

ტრავმის გამო 4 ოქტომბერს კობახიძე ევროპა ლიგის მეორე ტურში "სპორტინგთან" საშინაო მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა ლუგანსკელთა მეკარემ ზაურ მახარაძემ, ხოლო "ვორსკლას" მცველი ანდრო გიორგაძე ამჯერად განაცხადშიც არ იყო.

"ვორსკლა" 15
ქულით მე-4 ადგილზეა, "ზორია" კი 12 ქულით - მეხუთეზე.

altსანდრო კობახიძე: "არსენალთან" თამაშზე შვილიშვილებს მოვუყვებით

მკითხველის კომენტარები / 2 /
samwuxaroaa imedia male gamojamteldeba...ise vaisma rom gamoidzaxos cudi ar iqneba rezervad gamoadgeba nakrebs gamocdili fexburteliaa..
shoti
10:30 24-09-2018
2
samwuxaroaa imedia male gamojamteldeba...ise vaisma rom gamoidzaxos cudi ar iqneba rezervad gamoadgeba nakrebs gamocdili fexburteliaa..
shoti
10:29 24-09-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული