ქართული ლეგიონის სათასო ბატალიები

AutoSharing Option
26 სექტემბერს ქართველმა ლეგიონერებმა თასების მატჩებში მიიღეს მონაწილეობა. ამას გარდა, ჩემპიონატზე ქართველების "ლუცერნმა" ითამაშა. მივყვეთ თანმიმდევრობით.

ბელგია. თასი.
ექსელსიორი - გენტი 2:4. სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა.

ავსტრია. თასი.
აუსტრია - შტურმი 2:0. გრაცელთა ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

სტადლაუ - კაფენბერგი 0:4. სტუმართა გუნდის თავდამსხმელი ლევან ელოშვილი 46-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

რუსეთი. თასი.
ბალტიკა - ლოკომოტივი 2:3 (ძირითადი დრო 2:2). "ლოკოს" მცველმა საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა.

ჩერნომორეცი - სპარტაკი 0:1. სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ჯანო ანანიძე 83-ე წუთზე
შევიდა შეცვლაზე.

სახალინი - არსენალი 1.2. "არსენალის" მცველი გია გრიგალავა სათადარიგო იყო.

ნიჟნი ნოვგოროდი - უფა 0:0 (პენ 5:3). უფელთა მცველმა ჯიმი ტაბიძე 32-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

პოლონეთი. თასი.
გკს - პოგონი 1:1 (პენ 4:3). "პოგონის" მცველმა ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა.

უკრაინა. თასი.
კრისტალი - დესნა 2:3. "დესნას" ნახევარმცველს ლუკა კობერიძეს არ უთამაშია.

შვეიცარია. სუპერლიგა. მე-8 ტური.
ბაზელი - ლუცერნი 2:1. სტუმართა გუნდის მცველმა ოთარ კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მისი თანაგუნდელი ვაკო გვილია 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

ლუქსემბურგი. ნაციონალ დივიზიონი. მე-6 ტური.
ფოლა - დუდელანჟი 1:2. "დუდელანჟის" ჰავბეკი ლევან ყენია განაცხადში რ იყო.

altლეგიონის უქმეები: იდეალური მხოლოდ საბას ჯარიმა იყო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყენია თუ ასე განუწყვეტლივ განაცხადის მიღმა დატოვეს ისევ ჯობია საქართველოში დაბრუნდეს და აქედან თამაშით დაამტკიცოს, რომ უფრო მაღალ დონეზე სათამაშოდაც მზადაა.
გეგი
13:16 27-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული