fantagazzetta: ლევან მჭედლიძე ტრავმირებულია და არ ვარჯიშობს

AutoSharing Option
იტალიური fantagazzetta იუწყება, რომ "ემპოლის" თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე ტრავმირებულია და არ ვარჯიშობს.

გამოცემის მტკიცებით, ლევანს ტრავმა ისევ აწუხებს, 1 ოქტომბერს "პარმასთან" თამაშის შემდეგ არ უვარჯიშია და მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა სერიოზული არაა, მწყობრში ჩასადგომად გარკვეული პერიოდი დასჭირდება.

6 ოქტომბერს, სერია A-ს მორიგ ტურში "ემპოლი" "რომას" მასპინძლობს და ის თავის გუნდს ვერ დაეხმარება.

ლევანმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "მილანთან" ითამაშა და მის მიერ გამომუშავებული პენალტით "ემპოლიმ" ქულა მოიპოვა.

მჭედლიძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ერთა ლიგის მატჩებისთვის კი გამოიძახა, თუმცა, როგორც ჩანს, თამაშს
ვერ შეძლებს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
დავიჯერო დვალიშვილს მჭედლიძეზე, ყენიაზე და ჯანოზე უკეთესი ფიზ. ტრენერი ყავდა რომ ტრავმა არასოდეს მიუღია?
0
გუშინ საღამოს ვფიქრობდი ღმერთო დაიფარე ეს ბიჭი ტრავმებისგანთქო და თუ შეუძლებელს ვამბობ მინიმუმ ნოემბრის ბოლომდე მაინცთქო მაგრამ... ამ შემთხვევაში ურჩეთ ვინმემ ვაისს გაბედავა გამოიახოს,მან ევროპალიგაზეც და შიდა ჩეპიონათშიც დაამტკიცა რომ შანსს იმსახურებს.ნუ იქნებიან ვიღაცეები მიკერძოებული(ფედერაცის ვგულისხმობ) და იმისთვის რომ ფიფიამ და კიდევ ვიღცამ ფულები აკეთოს მხოლოდ დინამოსკენ და საბურთალოსკენ მზერას შეეშვან.ნუ დამიბლოკავთ კომენტარს თუ გიყვათ ქართული ფეხბურთი...
ბაჩო
10:35 05-10-2018
2

სიახლეები პოპულარული