fantagazzetta: ლევან მჭედლიძე ტრავმირებულია და არ ვარჯიშობს

AutoSharing Option
იტალიური fantagazzetta იუწყება, რომ "ემპოლის" თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე ტრავმირებულია და არ ვარჯიშობს.

გამოცემის მტკიცებით, ლევანს ტრავმა ისევ აწუხებს, 1 ოქტომბერს "პარმასთან" თამაშის შემდეგ არ უვარჯიშია და მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა სერიოზული არაა, მწყობრში ჩასადგომად გარკვეული პერიოდი დასჭირდება.

6 ოქტომბერს, სერია A-ს მორიგ ტურში "ემპოლი" "რომას" მასპინძლობს და ის თავის გუნდს ვერ დაეხმარება.

ლევანმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "მილანთან" ითამაშა და მის მიერ გამომუშავებული პენალტით "ემპოლიმ" ქულა მოიპოვა.

მჭედლიძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ერთა ლიგის მატჩებისთვის კი გამოიძახა, თუმცა, როგორც ჩანს, თამაშს
ვერ შეძლებს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
აუ რა შეეშვი ძმაო ამ ფეხბურთს შენც მოისვენე და ჩვენც დაგვასვენე რა.
9
არ დაიწყოთ ქართველი ქართველის ხელით იყიდება და ასე შემდეგ...ვერა რა არ გამოვიდა ვერ შეძლო ბედია თუ რაცაა არა რა არ გამოდის რა.ვერ ითამაშა კაცმა ფეხბურთი მე ის მიკვირს როგორ უძლებს ფსიქოლოგიურად.მაგაშია მარტო დასაფასებელი...
Zurikela
20:14 04-10-2018
1

სიახლეები პოპულარული