გრიგალავა: "სპარტაკის" დამარცხება ორმაგად სასიხარულოა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-11 ტურში მოსკოვში "სპარტაკის" დამარცხების (3:2)  შემდეგ კომენტარი ტულის "არსენალის" მცველმა გია გრიგალავამ გამართული რუსულით გააკეთა.

"რა თქმა უნდა, გახარებულები ვართ. გვითხრეს, რომ ჩვენს გუნდს გასვლაზე "სპარტაკი" არასოდეს არ დაუმარცხებია და ეს ორმაგად სასიხარულოა. ისეთ პერიოდში ვართ, რომ მოგება ძალიან გვჭირდებოდა. თამაშს ვაკონტროლებდით. ვერ ვიტყვი, რომ მეტოქე მომენტებს ქმნიდა, უფრო ნახევარმომენტები იყო.

მადლობა გულშემტკივრებს მხარდაჭერისათვის. მათ თანადგომას ყოველთვის ვგრძნობთ. ჩვენი ფანები ერთ-ერთი საუკეთესონი არიან. ვფიქრობ, დღეს სიამოვნება მივანიჭეთ არამარტო სტადიონზე მოსულ მაყურებლებს, არამედ სხვებსაც.

რაც შეეხება იმას, ძნელია
თუ არა ზე ლუისის წინააღმდეგ თამაში, თუ მომენტებს გადავხედავთ, მეორე გოლი რიკოშეტით გავიდა. ვერ ვიტყვი, რომ მის წინააღმდეგ ძნელია თამაში. ჩვეულებრივია, არაფერი განსაკუთრებული. საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა. ეგაა და ეგ".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვუხმოოთ? :))
გიზო
05:07 22-10-2018
0
ისე ძალიან გასაკვირია გრიგალავას რატომ არ ეძახიან ნაკრებში?! მოგწონს თუ არა მისი სტილი ეგ გემოვნების საკითხია, მაგრამ ეს კაცი სტაბილურად ძირითადს თამაშობს თავის გუნდში. პრემიერლიგაში ძირითადში მოთამაშე ფეხბურთელებით განებივრებული მგონი არ ვართ. იმედია ნოემბერში გამოიძახებენ.
georgian
11:49 22-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული