"სარაგოსას" მწვრთნელი შეუცვალეს, ხოლო გიორგი პაპუნაშვილი მოედანს უბრუნდება

AutoSharing Option
რიგი წარუმატებელი მატჩების შემდეგ გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსას" მწვრთნელი იმანოლ იდიაკესი გადააყენეს და მის ნაცვლად 52 წლის ლუკას ალკარაზი დანიშნეს.

ალკარაზი, ესპანეთის სხვადასხვა გუნდის გარდა, ბერძნულ "არისში" და ალჟირის ნაკრებში მუშაობდა, გასულ სეზონში კი "ალმერიას" ედგა სათავეში.

"სარაგოსა" 10 ტურის შემდეგ 11 ქულით მე-16 ადგილზეა და 28 ოქტომბერს სტუმრად "ელჩეს" ხვდება.

ესპანური პრესის ცნობით, არაგონული გუნდის ნახევარმცველმა პაპუნაშვილმა მარცხენა კოჭ-წვივის ტრავმა მოირჩინა და "ელჩესთან" ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული