ლევან მაჭარაშვილმა ლიეტუვას ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა

AutoSharing Option
ლიეტუვას A ლიგის 29-ე ტურში "შტუმბრასმა" კაუნასში 6:0 გაანადგურა კლაიპედას "ატლანტასი" და ამ შეხვედრაში დუბლი 21 წლის ნახევარმცველმა ლევან მაჭარაშვილმა შეასრულა.

ლევანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს.

მან ნამატჩევს განაცხადა, რომ კარგად ითამაშეს და ბრინჯაოს მედლების მოსაპოვებლად ორი შეხვედრის მოგება სჭირდებათ.

"შტუმბრასი" 48 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და 30 ოქტომბერს ვილნიუსში "ჟალგირისს" ხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული