ლიეტუვას A ლიგის 29-ე ტურში "შტუმბრასმა" კაუნასში 6:0 გაანადგურა კლაიპედას "ატლანტასი" და ამ შეხვედრაში დუბლი 21 წლის ნახევარმცველმა ლევან მაჭარაშვილმა შეასრულა.
ლევანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს.
მან ნამატჩევს განაცხადა, რომ კარგად ითამაშეს და ბრინჯაოს მედლების მოსაპოვებლად ორი შეხვედრის მოგება სჭირდებათ.
"შტუმბრასი" 48 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და 30 ოქტომბერს ვილნიუსში "ჟალგირისს" ხვდება.